1 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რა გელით 1 მარტს? - ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა– ახალი ნაცნობობა სასარგებლო იქნება და ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება. რუტინულ საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ – ირგვლივ მიმოიხედეთ და წარმატების შანსს დაინახავთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი მინიშნება მიიღოთ, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს.
კურო
რაც უფრო მეტს იაქტიურებთ, ეს დღე მით უფრო წარმატებული იქნება. დილის საათებში, როცა შრომის ნაყოფიერება შედარებით დაბალია, ახალი საქმის დაწყებას უნდა მოერიდოთ, თუმცა დღის მეორე ნახევარში თამამი იდეების განხორციელება მარტივად შეგიძლიათ.
ტყუპები
ნუ ინერვიულებთ თუ ყველაფერი თქვენს გეგმის მიხედვით არ ხდება. ვიღაც ცდილობს, რომ ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. შესაძლოა, შედეგი მალე ვერ დაინახოთ, მაგრამ არჩეულ გზას ნუ გადაუხვევ და თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება. მოერიდეთ კოლეგებთან კამათს და ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ.
კირჩხიბი
რთული და კონფლიქტური დღეა. შესაძლოა, ოჯახის წევრებმა ერთმანეთს ძველი წყენა გაახსენონ და მცირე კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ეცადეთ მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ და საქმე დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად აკეთოთ.
ლომი
ემოციებით სავსე დღეა, ამიტომ სჯობს, მთელი ყურადღება ოჯახურ საქმეებზე გადაიტანოთ და გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას მოერიდოთ. თუ სამოქმედო გეგმას შეადგენთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებით, ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან. შესაძლოა, ზოგიერთ სიტუაციაში ლიდერის როლის აღება მოგიწიოთ, თუმცა საქმეს კარგად გაუმკლავდებით.
ქალწული
კონფლიქტებსა და უთანხმოებებს ერიდეთ, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში – ამ დროს ემოციების კონტროლი გიჭირდებთ. სწრაფ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დილით ნუ მიიღებთ, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით. გრძნობების მართვა პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვიოთ, სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული - ამ გზით წარმატების მიღწევის მეტი შანსი გაქვთ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა თქვენი ახალი იდეების განხორციელებისთვის. ახალი ინიციატივა და შრომისმოყვარეობა სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. ფიქრიდან მოქმედებაზე გადასვლას არ ჩქარობთ. გირჩევნიათ მოვლენების განვითარებას დააკვირდეთ, ვიდრე მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოთ. მოერიდეთ არაკეთილგანწყობილ ადამიანებს, რადგან შეიძლება ნამდვილი სახე მოულოდნელად გამოაჩინონ.
მორიელი
თუ არ იზარმაცებთ და სირთულეებს არ შეუშინდებით ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. თუ ინიციატივას გამოიჩენთ ვარსკვლავები ხელსაყრელ გარემოს გპირდებიან. საქმე, რომელსც ამ დღეს დაიწყებთ, თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა მოგიწევთ. საღამოს მოულოდნელი სიახლე გელით. ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.
მშვილდოსანი
ეს დღე ხელსაყრელია პრობლემებისა და რთული საკითხების გადაჭრისთვის. შრმისმოყვარეობისა და პრინციპულობის წყალობით ნებისმიერ სირთულეს დამოუკიდებლად დაძლევთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი მოკავშირეები იპოვნოთ და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. გამონახეთ დრო იმ საქმისთვის, რომელიც ნამდვილად გაინტერესებთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრაზე უარს ნუ იტყვით.
თხის რქა
წარმატებული და სასიამოვნო დღეა, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი. ეცადეთ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ – ამ შემთხვევაში, დღის ბოლოს საინტერესო შეთავაზება გელით. სახლში გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი. მაგალითად, შეიძლება საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაფუჭდეს. ნუ შეგეშინდებათ ახალი შესაძლებლობების გამოცდის – შედეგით კმაყოფილი დარჩებით. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნება, რომ ძალები აღიდგინოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. თუ საკუთარ სიმართლეში ვინმეს დარწმუნებას ცდილობთ, ამ დღეს აუცილებლად გამოგივათ. ნუ შეგეშინდებათ რისკის –თუ სხვების რჩევებს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ, ნებისმიერ სირთულეს მარტივად გადალახავთ. თუ სხვების საქმეებში არ ჩაერევით დღის ბოლომდე კარგ განწყობას შეინარჩუნებთ,
თევზები
მოერიდეთ ინტრიგებში ჩართვას და სხვა ადამიანების საქმეებში ჩარევას. ინიციატივის გამოჩენა ყოველთვის გონივრული არაა – შესაძლოა, ვინმემ არასწორად გაგიგოთ და ურთიერთობა დაიძაბოს. თქვენი პირდაპირობა ადაიანებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს. ამის წყალობით გავლენიან მოკავშირეებს იპოვით, რომელთა მხარდაჭერის წყალობით მალე დიდ წარმატებას მიაღწევთ. შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი – ასე უსიამოვნებებსა და იმედგაცრუებას თავიდან აიცილებთ.