საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
ბორჯღალოსნებმა, "რაგბი ევროპის "ნახევარფინალში, რუმინეთი ანგარიშით 43-5 დაამარცხეს, რითაც ანთიმოზ ივერიელის თასს მეცხრამეტედ დაეუფლნენ. თამაში ავჭალის სტადიონზე გაიმართა.
მოპოვებული გამარჯვების შედეგად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის ფინალშია.
ფინალში ქართველები ესპანეთის ნაკრებს თბილისში დაუპირისპირდებიან.