თეგებით ძიება

გილოცავთ აფხაზეთის პრეზიდენტად არჩევას - ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინმა ბადრა გუნბას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ძვირფასო ბადრა ზურაბის ძევ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ რუსეთ-აფხაზეთის მეგობრული, სამოკავშირეო ურთიერთობების გამყარება გაგრძელდება ჩვენი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში.

შეგახსენებთ, გუშინ, ოკუპირებულ აფაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, ე.წ. „ცესკოს“ მონაცემებით, ბადრა გუნბამ “გაიმარჯვა“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა