თეგებით ძიება

3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რა გელით 3 მარტს? - ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს შეიძლება დახმარება ისეთმა ადამიანებმა შემოგთავაზონ, რომლებიც ადრე მხარს არ გიჭერდნენ. სწორედ ისინი შეიძლება თქვენი ყველაზე ერთგული მოკავშირეები გახდნენ. არ არის გამორიცხული, რომ გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდნენ, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ისინი საკუთარ ინტერესებზე მეტს ფიქრებენ, ვიდრე თქვენსაზე.

კურო

როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ემოციებს ნუ აჰყვებით და ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ. ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ ადამიანები განგებ გაღიზიანებენ, რომ გული გატკინონ, თუმცა სინამდვილეში, მათ უბრალოდ თქვენი რეაქციები და ქცევის მოტივები არ ესმით. შეიძლება გარკვეულ საკითხებში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა დაგჭირდეთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს და დაავადეების სიმპტომების გაჩენისას, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს მიმართეთ.

ტყუპები

ამ დღეს ძალიან ბევრს კამათობთ, ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდ, თითქოს საქმის კეთებაზე მეტად საკუთარი პოზიციის დაცვა გაღელვებთ. ფინანსური საკითხების გადაჭრა არ იჩქაროთ, რადგან ფულის ფლანგვისა და საეჭვო ავანტიურაში ჩართვის რისკი არსებობს. ამ დღეს მომავლის გეგმების შედგენა ჩვეულებრივზე რთული იქნება. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ვარჯიში დაიწყოთ. 

კირჩხიბი

პრობლემები არ გაშინებთ, რადგან იცით, რომ ენთუზიაზმის წყალობით ნებისმიერ სირთულეს დაძლევთ.  ამ დღეს მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეთ და მხარდაჭერას არ ელოდოთ. შესაძლებელია უთანხმოება ადამიანებთან, რომლებიც თქვენი მოკავშირეები გეგონათ. ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებს – შესაძლოა, ახლობლებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. დროა, ბოდიში მოუხადოთ და ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, ვისთანაც ურთიერთობა დიდი ხნის წინ გაწყვიტეთ.

ლომი

ამ დღეს უამრავი შეხვედრა გელით, მათ შორის მოულოდნელი. უამრავ ადამიანთან ურთიერთობა მოგიწევთ და  თითოეულთან ინდივიდუალური მიდგომა უნდა შეარჩიოთ.  მცირე სირთულეების მიუხედავად, საქმიანი მოლაპარაკებები ნაყოფიერი და სასიამოვნო იქნება. ადამიანებს, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, უმჯობესია, არაოფიციალურ გარემოში შეხვდეთ. შეეცადეთ გადაწყვეტილების მიღებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინოთ.

ქალწული

რთული და დამღლელი დღეა. საქმეები, რომლებსაც ადრე სწრაფად და მარტივად უმკლავდებოდით, ახლა რთული და დამქანცველი გეჩვენებათ. მათი დასრულებისთვის იმაზე მეტი დრო დაგჭირდებათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ცდილობთ კოლეგებთან უთანხმოებას და დაპირისპირებას თავი აარიდოთ, მაგრამ ძალიან გიჭირთ. თქვენმა პირდაპირობამ და გარშემო მყოფთა გამუდმებულმა კრიტიკამ შეიძლება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობზე უარყოფითად იმოქმედოს.

სასწორი

ამ დღეს სიმშვიდის შენარჩუნება ისე გიჭირთ, როგორც არასდროს. გრძნობთ, რომ უმნიშვნელო წვრილმანმაც კი შეიძლება წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. მოსალოდნელია პრობლემები საპირისპირო სქესთან ურთიერთობებში. შესაძლოა, საღამოს რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.  ნუ ეძებთ პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე- მალე სიმართლე ისედაც გაირკვევა და სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ.

მორიელი

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება იმ ადამიანებთან ურთიერთობას უნდა მიაქციოთ, რომლებზეც თქვენი პროფესიული მომავალია დამოკიდებული.  შეიძლება ერთი დაუფიქრებელი სიტყვით ან მოქმედებით უამრავი მტერი გაიჩინოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ, ამიტომ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ფრთხილად და აუჩქარებლად უნდა იმოქმედოთ. ერიდეთ მანიპულატორებს, რომლებიც თქვენს გამოყენებას ცდილობენ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ საკეთებელი, თუმცა გარშემო მყოფი ადამიანები ხშირად ყურადღებას გაგიფანტავენ - ზოგს თქვენი რჩევა სჭირდება, ზოგს დახმარება და  უარს ვერავის ეუბნებით. გირჩევთ სირთულეების მიუხედავად,  ერთხელ არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ. ეს სწორი არჩევანია, რომელიც დაგეხმარებათ, რომ  მიზანს მიაღწიოთ.

თხის რქა

შეინარჩუნეთ სიმშვიდე – დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამსახურში ერთი შეხედვით უმნიშვნელო კამათი კოლეგებთან უთანხმოებას გამოიწვევს და საქმის დასრულებაში ხელს შეგიშლით. თუ შინაგან წონასწორობას დაკარგავთ, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ გარშემო მყოფებისთვისაც რთული იქნება. ეცადეთ, დაეხმაროთ მათ, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება. 

მერწყული

სირთულეები მოსალოდნელია, თუმცა გადაულახავ წინააღმდეგობას არ უნდა ელოდოთ.  კოლეგების დახმარებით ყველა რთულ საკითხს სწრაფად მოაგვარებთ. გარშემომყოფები თქვენს ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ. აკონტროლეთ საკუთარი ხარჯები და ემოციები, რომ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებისკენ არ გიბიძგოთ.

თევზები

ეს დღე საქმეებში მნიშვნელოვან წინსვლას გპირდებათ. თანამოსაუბრესთან გუწრფელობისგან თავის შეკავება ჯობს, რომ ვიღაცამ თქვენი ნათქვამი თქვენს წინააღმდეგ არ გამოიყენოს. უარს ნუ ეტყვით დახმარებაზე ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ.  მოსალოდნელია შემთხვევითი ნაცნობობა, რომელიც მომავალში სასარგებლო აღმოჩნდება. საღამო ახლობლებს დაუთმეთ – შეიძლება საყვარელ ადამიანს თქვენთან გულწრფელი საუბარი სურს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა