თეგებით ძიება

ჩვენ სასწრაფოდ უნდა გადავაიარაღოთ ევროპა - მნიშვნელოვანია, მოვემზადოთ უარესისთვის და გავაძლიეროთ თავდაცვა - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ლონდონში ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ჰქონდათ "კარგი და გულწრფელი დისკუსია".

მისი თქმით, განიხილეს რა არის საჭირო, რომ უკრაინა ძლიერ მდგომარეობაში იყოს.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება "უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები", რომელიც მის ეკონომიკურ და სამხედრო პოზიციებს მხარს დაუჭერს.

ის ამბობს, რომ „სასწრაფოდ უნდა გადავაიარაღოთ ევროპა“ .

ამასთან, ლაიენის თქმით, ევროკომისია ევროპულ საბჭოს გეგმას 6 მარტს წარუდგენს.

„ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია თავდაცვის ინვესტიციების გაგრძელება. ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ გვჭირდება... იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მოვემზადოთ უფრო უარესისთვის და, შესაბამისად, გავაძლიეროთ თავდაცვა“, - დასძენს ის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა