თეგებით ძიება

ან გონს უნდა მოვიდეს და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას მადლიერებით, ან სხვა ვინმემ უნდა უხელმძღვანელოს ქვეყანას - მაიკ ჯონსონი ზელენსკიზე

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა დაუშვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა დასჭირდეს თანამდებობის დატოვება, რათა უკრაინამ მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთთან.

„რაღაც უნდა შეიცვალოს. [ზელენსკი] ან გონს უნდა მოვიდეს და დაუბრუნდეს [მოლაპარაკებების] მაგიდას მადლიერებით, ან სხვა ვინმემ უნდა უხელმძღვანელოს ქვეყანას ამის გასაკეთებლად“, - აღნიშნა მაიკ ჯონსონმა NBC News-სთან ინტერვიუში.

მაიკ ჯონსონმა დასძინა, რომ „ეს უკრაინელების გადასაწყვეტია“.

„ის, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა თეთრ სახლში, ფაქტობრივად ჩვენთვის სიგნალი იყო, რომ ის ჯერ არ არის ამისთვის [მშვიდობისთვის] მზად და ვფიქრობ, ეს დიდი იმედგაცრუებაა“, - აღნიშნა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა