პროდუქტები, რომელიც თებერვალში გაძვირდა
2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0%-ით განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად, პროდუქტებს შორის, თებერვალში, წლიურად ყველაზე მეტად კომბოსტო გაძვირდა, ფასის მატებამ 73.1% შეადგინა. ხოლო მეორე ადგილზეა მწვანილი - 46%-ით.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრნობით, გთავაზობთ იმ პროდუქტების ათეულს, რომელც თებერვალში, წინა წლის თებერვათან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა:
კომბოსტო - 73.1%
მწვანილი - 46%
კივი - 45.3%
მანდარინი - 26%
ნიორი -23.5%
ბადრიჯანი - 21.2%
ფორთოხალი - 21%
მზესუმზირას ზეთი - 20%
წიწაკა - 16.5%
კიტრი - 16%