ანტიბიოტიკები, საზამთრო - რა გაიაფდა თებერვალში?
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, პროდუქტებს შორის ყველაზე გაძვირებულია, კომბოსტო, მწვანილი და ქორწინების ბეჭედი. რაც შეეხება გაიაფებულს, წელს თებერვალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ფასი შემცირებულია ინტერნეტზე, ანტიბიოტიკებსა და საზამთროზე.
უფრო კონკრეტულად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ პროდუქტების ათეულს, რომელიც გასულ თვეში, წლიურად ყველაზე მეტად გაიაფდა:
ინტერნეტის გადასახდელი - 40%
ანტიბიოტიკები - 26%
საზამთრო -18%
სიმინდის ფქვილი - 13%
კარტოფილი - 11%
ატამი - 11%
შპალერი - 10%
ვაშლი - 9.7%
ყურძენი - 9.7%
სარეცხი მანქანა - 8.4%