ვაგზლიდან ბებო გადავიყვანეთ საავადმყოფოში. იქ იქნება გამოჯანმრთელებამდე და ყინვაში აღარ დაიძინებს - აკა სინჯიკაშვილი
ბლოგერი და საქველმოქმედო პროექტების ავტორი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ღია ცის ქვეშ მცხოვრები მოხუცის შესახებ წერს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„საღამოს ბედნიერი ამბები
თითქმის შეუძლებელი ამბავი გამოვიდა და ვაგზლიდან ბებო გადავიყვანეთ საავადმყოფოში
იქ იქნება გამოჯანმრთელებამდე და ყინვაში აღარ დაიძინებს
დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარეთ ამ ამბავზე
გადარჩა ადამიანი“ - წერს აკა სინჯიკაშვილი.