5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
სტაბილური და ხელსაყრელი დღეა. კარიერაში გარკვეული სიმაღლეების მიღწევას, ოჯახის წევრებთან ურთიერთობების გაძლიერებას და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას შეძლებთ. გაბედეთ, და ყველაფერი გამოგივათ - ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.
კურო
კუროებს დღეს ღირსეულად დააფასებენ. ნუ მოგერიდებათ, რომ საკუთარი მიღწევებისა შესახებ კოლეგებისა და ხელმძღვანელობის წინაშე ხმამაღლა განაცხადოთ. შესაძლოა, ვარსკვლავები ისე განლაგდნენ, რომ სამსახურში დაწინაურება ან რაიმე სახის ჯილდო მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ წარმატება გაბედულების ხვედრია.
ტყუპები
ვარსკვლავები ამბობენ, რომ ცხოვრებისეულ გამოწვევებს არასერიოზულად ეკიდებით. ზოგჯერ ასეთი დამოკიდებულება შეიძლება სასარგებლოც იყოს, მაგრამ ამ დღეს შეიძლება არაკეთილგანწყობილი ადამიანების გავლენის ქვეშ აღმოჩნდეთ ან საკუთარ თავზე იმდენი ვალდებულება აიღოთ, რომ ვეღარ გაუმკლავდეთ. გირჩევთ გონება მოიკრიბოთ და გარემოებებს თქვენი მოტყუების უფლება არ მისცეთ.
კირჩხიბი
თავი შეიკავეთ სხვა ადამიანების კამათში ან კონფლიქტში ჩართვისგან. როგორც არ უნდა ეცადოთ, მათ შორის, შეთანხმება ვერ მხდეა და ტყუილად დაიღლებით. მეგობრები მნიშვნელოვან საკითხში არ გეთანხმებიან, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - უბრალოდ, ისინი საჭირო ინფორმაციას არ ფლობენ. მოთმინება გმართებთ - დროთა განმავლობაში ვითარება თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება.
ლომი
მშვენიერი დღეა მედიტაციის ან ფიზიკური ვარჯიშისთვის. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. საღამოს აუცილებლად მიიღეთ კონტრასტული შხაპი, რათა დღის განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური ენერგია ჩამოირეცხოთ. დროა ოჯახის უფროს წევრებს გეგმიური გამოკვლევა ჩაუტაროთ.
ქალწული
ამ დღეს იმდენი საქმე და გეგმა გაქვთ, რომ გონებაში ვერ ეტევა, ამიტომ კარგი იქნება თუ უბის წიგნაკს შეიძენთ და ყველაფერს ჩამოწერთ. ასეთ დატვირთულ ცხოვრებაზე ხომ ყოველთვის ოცნებობდით? მაშინ ნუ წუწუნებთ და ცხოვრებით დატკბით. მუშაობის დროს ეცადეთ, რომ დასვენებისთვის რამდენიმე წუთი გამოყოთ - ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
სასწორი
მშვიდი სამუშაო დღეა. თუ სასწრაფო არ არის, ყველა საქმე სამომავლოდ გადადეთ და დაისვენეთ. მოერიდეთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას - ძალები უნდა დაზოგოთ, რადგან უახლოეს მომავალში რთული და შრომატევადი საქმის შესრულება მოგიწევთ. მეტი იძინეთ და ნაკლები ინერვიულეთ. როგორი მოუცლელიც არ უნდა იყოთ, ეცადეთ ძველ მეგობრებთან შეხვედრის დრო გამონახოთ და სასიამოვნო ემოციებით დაიმუხტოთ.
მორიელი
კარგი დღეა სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის განხორციელებისთვის. შესაძლოა, მეგობრები გარკვეული საკითხების გადაჭრაში დახმარება შემოგთავაზონ. უარს ნუ იტყვით, მალე ასეთი დახმარება ნამდვილად დაგჭირდებათ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - ამ დღეს უბრალო გაციებაც კი შეიძლება გართულდეს. იმოქმედეთ - გაზაფხული იმიჯის შეცვლისა და დიეტის დაწყებისთვის საუკეთესო დროა.
მშვილდოსანი
ეცადეთ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალური პრობლემები დაინახოთ. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას ნუ ეცდებით, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმეები აირჩიეთ და მათი განხორციელება დაიწყეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ბევრი ძვირფასი დრო დაკარგვოთ. რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად გაკეთების სურვილმა შეიძლება ბევრი შეცდომა და იმედგაცრუება გამოიწვიოს.
თხის რქა
სასიცოცხლო ენერგიით სავსე ხართ. ეს ყოვლისშემძლეობის განცდას განიჭებთ, რაც ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. გირჩევთ შესაძლებლობით ისარგებლოთ და იმ საქმეების კეთებას შეუდგეთ, რომლებსაც ყოველთვის სამომავლოდ ინახავდით. თქვენი პიროვნული ხიბლი და სექსუალურობა მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
მერწყული
ფრთხილად იყავით - კონფლიქტმა, რომელშიც შეიძლება დღეს ჩაერთოთ, შესაძლოა უამრავი პრობლემა შეგიქმნათ და თქვენს ცხოვრებაში უარყოფითი როლი შეასრულოს. სავარაუდოდ, ეს სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება. არ ინერვიულოთ, პრობლემებს თავს მცირე დანაკარგით დააღწევთ. გირჩევთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.
თევზები
ყურადღებით დააკვირდით თქვენს გარემოცვას და თავი შეიკავეთ იმ ადამიანთან გულწრფელობისგან, ვისთანაც ახლო ურთიერთობა არ გაქვთ. ნუ მისცემთ არაკეთილგანწყობილ ადამიანებს ჭორაობის საშუალებას. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს. უმჯობესია იმაზე ისაუბროთ, რაც ურთიერთობაში გაწუხებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სასურველი ნივთის შესაძენად ფულის დაგროვება დაიწყთ - ეცადეთ სესხის აღებას თავი მოერიდოთ.