ჩინეთი 2025 წელს თავდაცვის ბიუჯეტს 7.2%-ით ზრდის
გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ჩინეთი თავდაცვის ხარჯებს 2025 წელს 7.2%-ით ზრდის, - ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა საყოველთაო კრების გახსნისას განაცხადეს.
აშშ-ის შემდეგ ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე დიდი თავდაცვის ბიუჯეტი აქვს.
მედიის ცნობით, 2013 წელს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი ქვეყნის არმიის მასშტაბურ მოდერნიზაციას ახორციელებს. მან თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა 1,78 ტრილიონ იუანამდე (245,65 მილიარდი აშშ დოლარი).
პეკინის მიზანია, 2049 წლისთვის „მსოფლიო დონის არმია“ შექმნას.
ცნობისთვის, შარშან ჩინეთმა სამხედრო ხარჯები ასევე 7,2%-ით გაზარდა.