თეგებით ძიება
05. 03. 2025 ბიზნესი

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა - როგორია მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელი

The Heritage Foundation-მა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო 2025 წელს 69 ქულით მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ქულა 68.4-ს შეადგენდა.

ამასთან, საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის, მეოცე ადგილს იკავებს.

"საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის ინდექსის მიხედვით "ზომიერად თავისუფალია". რთული გარე და პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა შედარებით კარგად მუშაობს პოლიტიკის ძირითად სფეროებში. წლების განმავლობაში განხორციელდა რეფორმები მარეგულირებელი ეფექტურობის გაზრდის მიზნით და შენარჩუნებულია ღია ბაზრის პოლიტიკა დაბალ საგადასახადო განაკვეთებთან ერთად. ასევე, ეკონომიკამ აჩვენა გამძლეობის მოკრძალებული დონე. თუმცა, ინსტიტუციური სისუსტეები კვლავ მოითხოვს ბევრად უფრო მიზანმიმართულ რეფორმებს, რადგან მარგინალურმა რეფორმებმა დიდი გაუმჯობესება ვერ მოიტანა. სახელმწიფო დანახარჯები მშპ-ის წილში იზრდებოდა, ხოლო ბიუჯეტის ბალანსი უარყოფითი იყო. ინფლაცია შედარებით მაღალი იყო", - წერია კვლევაში

The Heritage Foundation-მა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო 2025 წელს 69 ქულით მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ქულა 68.4-ს შეადგენდა.

ამასთან, საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის, მეოცე ადგილს იკავებს

გარდა ამისა, კვლევაში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში ინსტიტუციური სისუსტეები უფრო მიზანმიმართულ რეფორმებს მოითხოვს, რადგან მარგინალურმა რეფორმებმა დიდი გაუმჯობესება ვერ მოიტანა. სახელმწიფო დანახარჯები კი, მშპ-ის წილში იზრდებოდა, ხოლო ბიუჯეტის ბალანსი უარყოფითი იყო.

„საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის ინდექსის მიხედვით "ზომიერად თავისუფალია". რთული გარე და პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა შედარებით კარგად მუშაობს პოლიტიკის ძირითად სფეროებში. წლების განმავლობაში განხორციელდა რეფორმები მარეგულირებელი ეფექტურობის გაზრდის მიზნით და შენარჩუნებულია ღია ბაზრის პოლიტიკა დაბალ საგადასახადო განაკვეთებთან ერთად. ასევე, ეკონომიკამ აჩვენა გამძლეობის მოკრძალებული დონე. თუმცა, ინსტიტუციური სისუსტეები კვლავ მოითხოვს ბევრად უფრო მიზანმიმართულ რეფორმებს, რადგან მარგინალურმა რეფორმებმა დიდი გაუმჯობესება ვერ მოიტანა. სახელმწიფო დანახარჯები მშპ-ის წილში იზრდებოდა, ხოლო ბიუჯეტის ბალანსი უარყოფითი იყო. ინფლაცია შედარებით მაღალი იყო", - წერია კვლევაში

რაც შეეხება მეზობელი ქვეყნებს, ინდექსში მათი მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

  • სომხეთი - 65.4 ქულა, 57-ე ადგილი;
  • აზერბაიჯანი - 62.5 ქულა, 75-ე ადგილი;
  • თურქეთი - 56.1 ქულა, 111-ე ადგილი;
  • რუსეთი - 51.6 ქულა, 135-ე ადგილი

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2025 წლის ინდექსის მიხედვით ეკონომიკური თავისუფლებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა სინგაპური 84.1 ქულით, შემდეგ მოდის შვეიცარია - 83.7 ქულით, მესამე ადგილზეა ირლანდია - 83.1 ქულით. ხუთეულში შედიან ტაივანი - 79.7 ქულით და ლუქსემბურგი - 79.5 ქულით.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა