თეგებით ძიება

6 მარტს ელექტრომომარაგება შეიზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ქერჩის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვის უბნის დასახლების IIა მიკრორაიონის, ზღვის უბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), შატილის, აბანოს, აბაის, ქუქჩიშვილის, ანაპის 414-ე დივიზიის, ურეკის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ლეოპოლდ ბილფელდის, წყნეთის, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა