6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რა გელით 6 მარტს? - ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღის პირველ ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ძვირადღირებული და საჭირო ნივთი ხელსაყრელი ფასად შეიძინოთ. შესაძლოა, ეს უძრავი ქონება, ავტომობილი ან თუნდაც საგზური იყოს. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის სასურველი სცენარით წარიმართება. სავარაუდოდ, ძველი და ძალიან მტკივნეული საკითხების გარკვევას შეძლებთ.
კურო
ამ დღეს მოთმინება, გამძლეობა და კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოთ. დღის განმავლობაში შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რაც თქვენს ნებისყოფას გამოცდას მოუწყობს. სასურველია, რომ დღის პირველ ნახევარში საქმიანი ქაღალდები და ფინანსური საკითხები მოაწესრიგოთ, საღამოს კი დაისვენოთ და საოჯახო საქმეებით არ გადაიტვირთოთ.
ტყუპები
ამ დღეს ნებისმიერ, თუნდაც უწყინარ კამათში ჩართვას უნდა მოერიდოთ, რადგან შეიძლება კონფლიქტების მონაწილედ იქცეთ. ფინანსური საკითხების გამო ოჯახში მცირე უთანხმოება გელით, თუმცა საბოლოოდ, შეთანხმებას მიაღწევთ. საღამოს შესაძლოა, სასურველი სტუმრები გეწვიონ. მათთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებთ დროს და დადებით ემოციებს მიიღებთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოგეცემათ. სხვების რჩევებს ნუ მოუსმენთ, მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ და აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ. როდესაც საკუთარ მოწოდებას იპოვით, ყველაფერი მარტივად გამოგივათ და პატივისცემას მოიპოვებთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. გახსოვდეთ, რომ გაზაფხული ექიმთან ვიზიტისა და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის მშვენიერი დროა.
ლომი
ეცადეთ ეს დღე ისე დაგეგმოთ, რომ სამსახურში მისვლაც შეძლოთ და საყვარელ ადამიანთან შეხვედრის დროც დაგრჩეთ. თუ ნათესავებთან ან მეგობრებთან გარკვეული საკითხების გარკვევას გეგმავთ, დღეს ამისთვის ხელსაყრელი დროა. მოერიდეთ ნაცნობებთან საკუთარი ცხოვრების განხილვას - ვიღაცამ შეიძლება თქვენი სიტყვები თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.
ქალწული
ამ დღეს თქვენში შეიძლება შინაგანი გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის პროცესები დაიწყოს. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხალხმრავალ ადგილებში დიდი დრო არ გაატაროთ და მკითხავებს ან ექსტრასენსებს არ მიმართოთ. თქვენი შინაგანი სამყარო ახლა ძალიან მგრძნობიარეა და გარე ჩარევამ შეიძლება დააზიანოს.
სასწორი
დღეს სასწორებისთვის რთული დღე იქნება. შეიძლება ფინანსური პრობლემები წარმოიშვას – დაწყებული ნივთების დაკარგვიდან, დასრულებული საპარკინგე ჯარიმით. მესამე პირების ჩარევამ და დაუდასტურებელი ინფორმაციის მიღებამ შეიძლება სამუშაო პროცესზე უარყოფითად იმოქმედოს.
მორიელი
მორიელებს ამ დღეს ბევრი საქმიანი შეხვედრა ელით. ისინი საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. მოსალოდნელია მიწვევა წვეულებაზე ან მეგობრულ შეხვედრაზე. უარი არ თქვათ – დროს შესანიშნავად გაატარებთ და ყოველდღიური პრობლემებისგან დაისვენებთ. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის ეს დღე აღმოჩენებით იქნება სავსე. ახალი ცოდნის ათვისებას მარტივად მოახერხებთ და გარშემო მყოფებს თქვენი უნარებით გააოცებთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია საბუთების ხელმოწერა ან მნიშვნელოვანი გარიგებების დადება. ეცადეთ, თქვენი აზრი სხვებს თავზე არ მოახვიოთ და სარისკო ოპერაციებში არ ჩაერთოთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ნაბიჯები კარგად გაანალიზოთ, რომ არასასურველი შედეგები თავიდან აიცილოთ.
თხის რქა
დამღლელი დღეა. შესაძლოა, ყველაზე ადვილი ყოველდღიური საქმეებიც კი რთულად შესასრულებელი მოგეჩვენოთ. პრობლემები თითქმის ყოველ ნაბიჯზეა, რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება კი დიდ სულიერ ძალას მოითხოვს. ზოგჯერ თქვენი ქმედებების მოტივები გაუგებარია, მაგრამ ვერავინ ბედავს, რომ თავისი შეხედულება თავზე მოგახვიოთ.
მერწყული
დღის დასაწყისი იდეალური დროა მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად. სწორედ ამ დროს შეიძლება შესანიშნავი იდეა გაგიჩნდეთ და დაუყოვნებლივ მისი განხორციელება დაიწყოთ. თანამშრომლობის უჩვეულო შეთავაზება საშუალებას გაძლევთ თქვენი გამორჩეული უნარები გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარში მყუდროებას მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტები დაგირღვევთ. შეეცადეთ არ გაბრაზდეთ მათზე, ვისაც თქვენს წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის.
თევზები
ეს დღე ახალ ნაცნობობას გპირდებათ, რომელიც შეიძლება მალე დიდ სიყვარულში ან საქმიან პარტნიორობაში გადაიზარდოს. თუ ვინმეს გაცნობა გსურთ, თამამად იმოქმედეთ – ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. რისკების ნუ შეგეშინდებათ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი სარგებელი მოგიტანოთ. სავარაუდოდ, ძველი საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ.