თეგებით ძიება

74 როზგი საპროტესტო სიმღერისთვის - ირანში მომღერალი გაროზგეს

მეჰდი ია­რა­ჰი, ცნო­ბი­ლი ირა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თვის იბ­რძვის და ითხოვს, რომ მათ თა­ვი­სუფ­ლად ჩაც­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ, გა­როზ­გეს. მან 74 როზ­გი მი­ი­ღო.

გა­როზ­ვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­რი­გე­ბის ნა­წი­ლი გახ­და.

ია­რა­ჰი თავ­და­პირ­ვე­ლად 2024 წლის იან­ვარ­ში გა­ა­სა­მარ­თლეს და დამ­ნა­შა­ვედ ცნეს მას შემ­დეგ, რაც 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­უშ­ვა საპ­რო­ტეს­ტო სიმ­ღე­რა, "შენი თავ­სა­ბუ­რა­ვი" (Roo Sarito), რო­მე­ლიც მოძ­რა­ო­ბის - "ქა­ლე­ბი, სი­ცო­ცხლე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ ერთი წლის­თავს მი­ე­ძღვნა.

ია­რაჰს მოგ­ვი­ა­ნე­ბით სას­ჯე­ლი შე­უც­ვა­ლეს და ცი­ხე­ში ყოფ­ნის ნაც­ვლად, ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი გა­უ­კე­თეს და გა­როზგ­ვა მი­უ­სა­ჯეს.

იმ დრო­ის­თვის, ია­რა­ჰიმ X-ზე და­წე­რა: "მზად ვარ 74 როზ­გის მი­სა­ღე­ბად და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ არა­ა­და­მი­ა­ნურ წა­მე­ბას ვგმობ".

გა­როზგ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მომ­ღერ­ლის ად­ვო­კატ­მა, ზაჰ­რა მი­ნუ­ე­იმ გა­ავ­რცე­ლა.

მი­ნუ­ე­იმ X-ზე და­წე­რა, რომ თე­ი­რა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი სის­რუ­ლე­ში იქნა მოყ­ვა­ნი­ლი.

ია­რა­ჰიმ კი Instagram-ზე და­წე­რა: "ჩვე­ნი ქვის გა­სა­ტე­ხად შუშა მო­გი­ტა­ნი­ათ. მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის, ძვირ­ფა­სე­ბო და მად­ლო­ბა ჩემს პა­ტივ­სა­ცემ ად­ვო­კა­ტებს, მუს­ტა­ფა ნი­ლი­სა და ზაჰ­რა მი­ნუ­ე­ის, გულ­წრფე­ლი თა­ნად­გო­მის­თვის. ვინც მზად არ არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფა­სის გა­და­სახ­დე­ლად, ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ღირ­სიც არ არის. გი­სურ­ვებთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას.“

შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დას­ჯის მე­თო­დის ამ აქ­ტმა ირან­ში მა­სობ­რი­ვი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"მეჰდი ია­რა­ჰის დას­ჯის აღ­სრუ­ლე­ბა ირა­ნე­ლი ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის შუ­რის­ძი­ე­ბაა. მეჰდის სხე­ულ­ზე ეს დარ­ტყმე­ბი ირა­ნის ამა­ყი, მედ­გა­რი ქა­ლე­ბის­კენ და მათი ძლი­ე­რი სუ­ლის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი", - წერს "ინ­სტაგ­რამ­ზე" ნო­ბე­ლის მშვი­დო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, ნარ­გეს მო­ჰა­მა­დი.

რო­გორც ირა­ნუ­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია Human Rights Activists News Agency იტყო­ბი­ნე­ბა, 2024 წელს ირა­ნის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მამ სულ მცი­რე 131 ადა­მი­ანს შე­უ­ფარ­და გა­როზგ­ვა.

წყა­რო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა