ქალი, რომელიც გუშინ ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა
ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩის კუთხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქალს ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობისთვის, გუშინ კალანდაძის ქუჩაზე ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს.