თეგებით ძიება

ეს არის ყალბი ამბავი - თეთრ სახლში უარყოფენ Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, აშშ-ში 240 000 უკრაინელისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის შესაძლო გაუქმების შესახებ

თეთრის სახლის სპიკერი უარყოფს Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, აშშ-ში 240 ათასი უკრაინელისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის შესაძლო გაუქმების შესახებ.

"გავრცელებული ინფორმაცია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ რაზე საუბრობენ, არის ყალბი ამბავი. სიმართლე: ამ დროისთვის გადაწყვეტილება არ არის მიღებული," - წერს თეთრი სახლის სპიკერი X-ზე.

მანამდე, reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს გააუქმოს დროებითი სამართლებრივი სტატუსი დაახლოებით 240,000 უკრაინელისთვის, რომლებმაც სამშობლო ომის გამო დატოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა