2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10 %-ით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10 %-ით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2024 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 23.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 %-ით მეტია. ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 67.6 % მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15 % – საშუალოზე, 17.5 % კი – მცირე ბიზნესზე.