თეგებით ძიება

"კვირის ბოლოს ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს" - როდემდე შენარჩუნდება ძლიერი ქარი და ცივი ამინდი

გუ­შინ­დე­ლი დღი­დან მთელს ქვე­ყა­ნა­ში და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ძლი­ე­რი ქა­რია. რო­დის გა­მო­ი­და­რებს და დათ­ბე­ბა - გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი თა­მარ პა­პაშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის პროგ­ნოზის შესახებ საუბრობს.

- არ­ქტი­კუ­ლი ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის დაკ­ლე­ბა და დიდ­თოვ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბის ზე­გავ­ლე­ნა რამ­დე­ნი­მე დღე გაგ­რძელ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჰა­ე­რი ჯერ არ არის საკ­მა­რი­სად თბი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ქა­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ცი­ვის შეგ­რძნე­ბა ბუ­ნებ­რი­ვია. ქარი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა 7 მარ­ტის დღის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე, ხოლო დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან შე­სუს­ტდე­ბა.

- ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას რო­დი­დან უნდა ვე­ლო­დოთ?

- მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა ნელ-ნელა იმა­ტებს, ყო­ველ დღე და­ახ­ლო­ე­ბით +2, +3 გრა­დუ­სით, რაც მკვეთრ მა­ტე­ბას არ ნიშ­ნავს. კვი­რის ბო­ლოს­თვის ტემ­პე­რა­ტუ­რამ რო­გორც და­სავ­ლეთ ასე­ვე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გან შე­საძ­ლოა +18+20 გრა­დუსს მი­აღ­წი­ოს.

- ვი­ნა­ი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ თოვ­ლია, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, თოვ­ლის სწრა­ფი დნო­ბა სა­ში­ში არ იქ­ნე­ბა?

- თოვ­ლის დნო­ბა ნელა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ეს ტენ­დენ­ცია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში და­ბა­ლი წნე­ვის არეს ჩა­ა­ნაც­ვლებს მა­ღა­ლი წნე­ვის არე, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს სტა­ბი­ლურ ამინდს. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ნა­ლე­ქი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა კი ნელ-ნელა მო­ი­მა­ტებს

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გა­ზა­ფხუ­ლი მო­ვი­და?

- რა თქმა უნდა, გა­ზა­ფხუ­ლია, მაგ­რამ ვი­ცით, რომ მარტს ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი აქვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა