თეგებით ძიება

8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რა გელით 8 მარტს? - ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ, რომ ახლობელი ადამიანი არ გაანაწყენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მთელი ყურადღება მუშაობისკენ გადაიტანოთ, რადგან ეს მოულოდნელად კარგ შედეგს მოგიტანთ. ზოგადად, ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. სასურველია, რომ საღამო სახლის მშვიდ გარემოში გაატაროთ და დაისვენოთ – კარგი შესრულებული სამუშაოს შემდეგ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.

კურო

დილას შეგიძლიათ თავს ცოტაოდენი სიზარმაცის უფლება მისცეთ. მაღვიძარა გამორთეთ და საწოლში უფრო დიდხანს ინებივრეთ, თუმცა შუადღისთვის ყურადღება უნდა მოიკრიბოთ - გადაუდებელი საქმეები ერთიმეორის მიყოლებით გამოჩნდება. ენდეთ საკუთარ გამოცდილებას – ეს რთული საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ამ დღეს ვარსკვლავები ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევენ. უმჯობესია, მთელი ყურადღება ძველი პროექტების დასრულებისკენ გადაიტანოთ.  ყურადღება მოიკრიბეთ – ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს და ამისთვის ხელსაყრელ დროს ელოდება. ამ დღეს ნაკლები ემოცია და მეტი რაციონალური აზროვნება გჭირდებათ – საქმე ცივი გონებით აკეთეთ და თქვენი ნაბიჯები წინასწარ დაგეგმეთ.

კირჩხიბი

ეცადეთ ეს დღე ფიზიკური აქტივობით დაიწყოთ. თუ შესაძლებელია, ტრანსპორტის ნაცვლად, ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდით – ბოლო დროს ძალიან ცოტას მოძრაობდით, რაც შეიძლება ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს. მნიშვნელოვანი საქმიანი კავშირების განმტკიცებისთვის ხელსაყრელი დროა. სასურველია, რომ დაწყებული პროექტები განავითაროთ და გუნდში ახალი ადამიანები შემოიყვანოთ – ისინი ახალ იდეებს შემოგთავაზებენ.

ლომი

თუ აღიარება გსურთ, სხვებისთვის საქებარი სიტყვების თქმა თავადაც არ დაიშუროთ. დღეს კეთილგანწყობილი ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდებით და დადებითი ენერგიით დაიმუხტებით. ნუ დახარჯავთ ძალას მათზე, ვინც თქვენს აზრს არ ითვალისწინებს – ჯობია, ცოდნა მათ გაუზიაროთ, ვინც თქვენს ავტორიტეტს აღიარებს.

ქალწული

თქვენს გულსა და გონებაში ნეგატივს ნუ შეუშვებთ და ეს დღე წარმატებასა და იღბალს მოგიტანთ. მოძებნეთ საქმე, რომლის დაწყებას დიდი ხანია გეგმავთ, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა გიჭირთ. დღეს სწორედ ის დროა, როდესაც რაღაც ახალი უნდა გამოსცადოთ. დღის პირველი ნახევარი ბუნებაში გაატარეთ, ხოლო მნიშვნელოვანი შეხვედრები საღამოსთვის შემოინახეთ. გეჩვენებათ, რომ საკუთარ პრობლემებთან მარტო რჩებით, თუმცა ასე არაა. ყველა სირთულე დროებითია და მალე გადალახავთ.

სასწორი

ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა - ეცადეთ ეს შანსი გამოიყენოთ. გამოსავალს ნებისმიერი რთული სიტუაციიდან მარტივად იპოვით  და დაგროვილ პრობლემებს გადაჭრით. ეს დღე ნათელი ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსეა. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლე გელოდებათ. სიყვარულში ინტუიციას ენდეთ. საღამოს ბუნებასთან სიახლოვე დაგამშვიდებთ.

მორიელი

ეს დღე საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას უნდა დაუთმოთ. ბოლო დროს ძალიან ბევრს მუშაობთ და ცოტა ისვენებთ – დროა, ეს ვითარება შეცვალოთ. თუ შესაძლებელია, შვებულება აიღეთ და სამოგზაუროთ გაემგზავრეთ. თუ ამას ვერ ახერხებთ,  წყლის პროცედურები მაინც ჩაიტარეთ. საყვარელი ადამიანების სიახლოვე დადებითი ენერგიით აგავსებთ. ფრთხილად იყავით – არაკეთილგანწყობილი ადამიანი ცდილობს  რაღაცთ დაგაზიანოთ.

მშვილდოსანი

დღის დასაწყისი წარმატებას გპირდებათ – შესაძლოა, ხელსაყრელი გარიგება დადოთ, ძველი კონფლიქტი მოაგვაროთ ან კოლეგებთან ურთიერთგაგებას მიაღწიოთ. თუმცა საღამოს ფრთხილად უნდა იყოთ. შურიანი ადამიანები ეცდებიან, სკანდალში გაგხვიონ, ამიტომ გირჩევთ ტელეფონი გამორთოთ და დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ერთად გაატაროთ. 

თხის რქა

დღეს პლანეტები დასვენებას გირჩევენ. ეცადეთ, დღის უმეტესი ნაწილი მარტო გაატაროთ. მოერიდეთ გარშემო მყოფებისთვის რჩევების მიცემას –ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის. კარგად გამოიძინეთ და მაქსიმალურად მოდუნდით. რთულ საქმეებზე დროისა და ენერგიის დახარჯვა ამ ეტაპზე დიდ სარგებელს არ მოგიტანთ. ხმამაღალი განცხადებებისა და დაპირებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. გახსოვდეთ, რომ სიჯიუტე თქვენი მთავარი მტერია.

მერწყული

მშვიდი დღეა. გამოიყენეთ ეს დრო თავის მოვლისა და ძველ მეგობრებთან შეხვედრებისთვის. ყურადღებით მოუსმინეთ რას ამბობენ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები და ძალიან ღირებულ რჩევას მოისმენთ, რომელიც მომავალში გამოგადგებათ. საღამო სასიამოვნო შთაბეჭდილებებით იქნება სავსე – ბოლოს და ბოლოს, იმ ამბავს გაიგებთ, რომელსაც დიდი ხანია, ელით. პირად და ოჯახურ ურთიერთობებში შეიძლება სირთულეები წარმოიშვას. იყავით მომთმენი და ეცადეთ, საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ.

თევზები

ნუ აჩქარდებით, ეცადეთ საქმეები მოაწესრიგოთ და პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ – ასე უფრო მეტს მიაღწევთ. კოლეგებთან საუბრისას შეიძლება ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ. შესაძლოა, ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ცვლილებების დასაწყისი გახდეს. უარს ნუ იტყვით უჩვეულო შეთავაზებაზე, რომელსაც დღეს მიიღებთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა