"კვარა" სულ უფრო და უფრო უკეთ თამაშობს“ - „პარი სენ-ჟერმენმა“ „რენი“ დაამარცხა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში სტუმრად „რენი“ 4:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.
კვარაცხელია მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, იმ დროს, როცა პარიზელები ბრედლი ბარკოლასა (27) და გონსალო რამოშის (50) გოლებით 2:1-ს იგებდნენ. კვარაცხელიას მიერ განვითარებული შეტევა 90+1-ე წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ დემბელეს გაუგრძელა, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა. ორ წუთში დემბელემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კვარა დიდი პოტენციალის მქონეა. სულ უფრო და უფრო უკეთ თამაშობს და უკეთაა გუნდში ინტეგრირებული. ეს ძალიან სასიამოვნოა - განაცხადა პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.
25 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 65 ქულა აქვს და საფრანგეთის ლიგა 1-ის ლიდერია. ლუის ენრიკეს გუნდი მეორეადგილოსან „მარსელს“ 16 ქულით ასწრებს.