თეატრალურ უნივერსიტეტში სადაც პროტესტის მონაწილე სტუდენტები იმყოფებიან, სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო
თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც 84 დღეა სტუდენტების პროტესტი მიმდინარეობს, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სასწავლებლის ადმინისტრაცია სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მოტივით ახალგაზრდებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდებდა, თუმცა სტუდენტებმა მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს და პროტესტის გასაგრძელებლად ალტერნატიული სივრცე მოითხოვეს. სასწავლებლის ადმინისტრაციამ ამაზეც უარით უპასუხა და ადგილზე პოლიცია გამოიძახა.
ირკვევა, რომ სამართალდამცველებმა ერთ-ერთ გაფიცული სტუდენტი მოსალაპარაკებლად გაიყვანეს.