თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები პოლიციამ 5000-5000 ლარით დააჯარიმა
თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები პოლიციამ 5000-5000 ლარით დააჯარიმა. სამართალდამცველები სასწავლებელთან უკვე მეორედ, მოულოდნელად გამოჩნდნენ. მიზეზი ახალი კანონია, რომლის თანახმადაც შენობაში აქციის გამართვა იკრძალება.
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა შენობის დატოვებაზე უარი თქვეს, ადმინისტრაციამ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ვითარებაში გარკვევის შემდეგ პოლიციამ გაფიცულებს გაფრთხილება მისცა და ტერიტორია დატოვა, თუმცა მალევე ადგილზე სამართალდამცველები ისევ გამოჩნდნენ.