თეგებით ძიება

400 წლიანი ისტორიის დასასრული - დანიის ფოსტა წერილების დარიგებას წყვეტს

დანიის სახელმწიფო საფოსტო კომპანია PostNord 2025 წლიდან წერილების დარიგებას წყვეტს - კომპანიის ინფორმაციით, მიზეზი წერილების რაოდენობის შემცირებაა. კერძოდ, საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, ფიზიკური წერილების გაგზავნა 90%-ითაა შემცირებული.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანია თავის 400-წლიან ისტორიას ასრულებს. დანიის ქუჩებში განლაგებული 1500-მდე საფოსტო ყუთი კი ივნისიდან ეტაპობრივად გაქრება.

ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის, ტომას დანიელსენის განცხადებით, მოქალაქეები ფიზიკური წერილების გაგზავნას მაინც შეძლებენ, რადგან ბაზარი თავისუფალია.

PostNord-ის სამუშაო ძალა 4600 ადამიანისგან შედგება, საიდანაც კომპანიის გადაწყვეტილება 1500-ს შეეხება.

დანია მსოფლიოს ყველაზე გაციფრულებულ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებზეა. ქვეყანაში ნებისმიერი სერვისისთვის აპლიკაცია არსებობს და მართვის მოწმობებიც კი სმარტფონებში აქვთ ჩატვირთული.

2000 წელს კომპანიამ 1.4 მილიარდი წერილი დაარიგა - ეს მაჩვენებელი გასულ წელს 100 მილიონამდე შემცირდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა