„აი ისიც ყველაზე ლამაზი თონე მთელს დუნიაზე, გაუდის არქიტექტურას რომ მოგაგონებს“ - ბადრი ვადაჭკორია ფოტოებს აქვეყნებს
ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე ულამაზესი თონეს ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
ჩიტაძის ქუჩის ერთი, ჩემი მხარე სოლოლაკია, ხოლო მეორე მთაწმინდა, სწორედ ამხელა გზას (90მ) გავდივარ ჩვენთვის უახლოესი თონედან მშიერმა პური მოვიტანო სახლში,
...აი ისიც ყველაზე ლამაზი თონე მთელს დუნიაზე, გაუდის არქიტექტურას რომ მოგაგონებს.... ამასობაში გაზაფხულიც კი შემობრძანებულა... - წერს ბადრი ვადაჭკორია.