10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
დროა, გაიხსენოთ პირობა, რომელიც ახლობელ ადამიანებს მიეცით და მისი შესრულება სცადოთ. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ ახლა ამისთვის იდეალური დროა. თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, გირჩევთ მასაჟზე ჩაეწეროთ ან კარგად დაბალანსებული დიეტა შეარჩიოთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ საკუთარი თავი რაიმე ახალი, გემრიელი კერძით გაანებივროთ.
კურო
ამ დღეს წარმატებას მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ადამიანები მიაღწევენ. თუ მოინდომებთ, ყველაფერს შეძლებთ, მაგრამ მიზნის მიღწევისას სხვა ადამიანების ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოთ. ამ დღეს ნებისმიერ დაბრკოლებას ადვილად გადალახავთ. საღამოს სასიამოვნო ამბებს ელოდეთ.
ტყუპები
მშვიდი და ჰარმონიული დღეა. ადამიანი, ვისთანაც ბოლო დროს დაპირისპირებული იყავით, დათმობაზე წამოვლა და პატიებას გთხოვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერში მართალი ხართ. სჯობს, თქვენც მოიბოდიშოთ, რადგან შეცდომები, როგორც წესი, ორმხრივია. შეეცადეთ, წყენის მიზეზი დაივიწყოთ, რადგან უარყოფითი ემოციების დაგროვება მხოლოდ თქვენ დაგაზიანებთ.
კირჩხიბი
შესანიშნავი დღეა თვითგანვითარებისთვის. ამ დღეს ახალ ინფორმაციას ისე ადვილად ითვისებთ, როგორც არასდროს. გირჩევთ ეს დღე საკუთარი სიამოვნებისთვის გაატაროთ – წაიკითხეთ ახალი წიგნი, მეგობრები მოინახულეთ, კინოში ან თეატრში წადით, გამოფენას ან კონცერტს დაესწარით. თუ შესაძლებელია, ბუნებაში დასვენების დროც გამონახეთ.
ლომი
ამ დღეს უამრავ კითხვას პასუხი გაეცემა, რაც ბევრ საკითხს ფარდას ახდის. ადამიანების მიმართ გამოჩენილი უნდობლობა პრობლემებს მხოლოდ თქვენ შეგიქმნით. მალე დარწმუნდებით, რომ თქვენი ეჭვები უსაფუძვლოა და ისინი მხოლოდ სიკეთეს გისურვებენ. ფინანსური საქმეებში იღბალი თქვენს მხარესაა. თუ გაბედავთ და გარისკავთ, გეგმებს წარმატებით განახორციელებთ.
ქალწული
ეცადეთ გრძნობები გულწრფელად გამოხატოთ და აპატიოთ ადამიანს, რომელმაც გული გატკინათ. სასურველია თავადაც ბოდიში მოუხადოთ ადამიანს, ვისაც ოდესღაც აწყენინეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამო მარტოობაში გაატაროთ – სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ ან სახლში დარჩით, საინტერესო წიგნი წაიკითხეთ, სურნელოვანი ჩაი დალიეთ და მშვიდი გარემოთი ისიამოვნეთ.
სასწორი
ამ დღეს საინტერესო თავგადასავლები გელით. ეცადეთ, რომ მან მხოლოდ სასიამოვნო ემოციები და ახალი გამოცდილება დაგიტოვოთ, რომელიც მომავალში გამოგადგებათ. გარშემო მყოფთა რჩევებს ნაკლები უნდა უსმინოთ - ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით, თუ ინტუიციას, ცოდნას და ლოგიკას დაეყრდნობით. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.
მორიელი
ამ დღეს გარკვეული სირთულეები და დაბრკოლებები გელით, თუმცა, სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ. არსებობს ტექნიკის გაუმართაობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რისკი, ამიტომ ალკოჰოლსა და თამბაქოს მოერიდეთ. თანამშრომლობის უჩვეულო შეთავაზება საშუაებას გაძლევთ გამოიყენოთ უნარები, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ.
მშვილდოსანი
ახალი წამოწყებებისთვის არახელსაყრელი დროა. თუ საკუთარ გადაწყვეტილებაში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, უმჯობესია, მისი მიღება გადადოთ. დღის მეორე ნახევარში მყუდროებას მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტები დაგირღვევთ. შეეცადეთ არ გაბრაზდეთ მათზე, ვისაც თქვენს წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის. ხვალინდელი დღე თქვენთვის ახალ შესაძლებლობებს გახსნის, თუმცა, ეს კარგი დროა ნებისმიერი შესყიდვისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის.
თხის რქა
დღეს თხის რქებისთვის ცვლილებების დღეა. ეცადეთ საკუთარი ცხოვრება კარგად გაიაზროთ და გადაწყვიტეთ, რომელ სფეროს სჭირდება განახლება. კარგი დროა საცხოვრებელი ადგილის ან სამსახურის შეცვლისთვის. თუ ასეთი დიდი ცვლილებები არ გსურთ, მაშინ მცირედს დასჯერდით და ვარცხნილობა ან ჩაცმის სტილი შეცვალეთ. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ.
მერწყული
მოგზაურობისთვის საუკეთესო დღეა. ეცადეთ ეს შანსი ახალი, საინტერესო ადგილის მონახულებისთვის გამოიყენოთ. თუ სხვა ქვეყანაში ან ქალაქში წასვლას ვერ ახერხებთ, ეცადეთ, ინტერნეტში თქვენთვის უცნობი ლოკაციები მოძებნოთ. ეს გასეირნება დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებთ. იმ ადამიანთან ურთიერთობაში, ვისაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - გამორიცხული არ არის, რომ მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს.
თევზები
ამ დღეს შესაძლოა, ძველი, მტკივნეული პრობლემის მოგვარება შეძლოთ, თუმცა, მხოლოდ იღბალზე დაყრდნობა არ ღირს – მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. თქვენი წარმატება მთლიანად თქვენს ხელშია. საბედნიეროდ, გვერდით გყავთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაგამშვიდონ და მხარი დაგიჭირონ. არ არის გამორიცხული, რომ სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ თავს მშვენივრად გაართმევთ.