ურბანული განვითარების სფეროში 35-წლიანი გამოცდილების მქონე „ემაარ ჯგუფი“ 2 უმსხვილესი საინვესტიციო პროექტით უკვე საქართველოშია
ასეულობით ახალი სამუშაო ადგილი თბილისსა და აჭარაში - ურბანული განვითარების სფეროში 35-წლიანი გამოცდილების მქონე „ემაარ ჯგუფი“ ორი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტით უკვე საქართველოშია.
„ემაარ ჯგფუი“ საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციაა.
კომპანიასთან ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გაფორმებული ისტორიული შეთანხმება დასტურია, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური სტაბილურობა, თავისუფალი, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური ზრდა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
,,იმედის კვირა“ დუბაიში „ემაარ ჯგუფის“ დამფუძნებლის მიწვევით იმყოფებოდა. დეტალები ნახეთ სანდრო გამსახურდიას სპეციალურ რეპორტაჟში.