თეგებით ძიება

უკრაინას არავინ დამუქრებია Starlink-ის გათიშვით, თუმცა მის გარეშე უკრაინა ომს დიდი ხნის წინ წააგებდა - მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადების საპასუხოდ, განაცხადა, რომ „არავინ დამუქრებია უკრაინას Starlink-ის გათიშვით“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სიკორსკის მინიშნებებს მილიარდერის ილონ მასკის SpaceX-ის, როგორც სერვისის მიმწოდებლის არასანდოობის შესახებ, "გამოგონილი" უწოდა.

რუბიომ ისარგებლა შემთხვევით და თქვა, რომ Starlink-ის სატელიტური კომუნიკაციების გარეშე „უკრაინა ომს დიდი ხნის წინ წააგებდა“.

„არავინ დამუქრებია უკრაინას Starlink-ის გათიშვით.

და  მადლობა თქვით, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა ამ ომს დიდი ხნის წინ წააგებდა და რუსები ახლა პოლონეთის საზღვარზე იქნებოდნენ“, - აღნიშნა რუბიომ.

შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა: „აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკური მხარე გვერდზე რომ გადავდოთ, თუ SpaceX არასანდო მომწოდებლად იქცევა, მოგვიწევს ალტერნატიული მომწოდებლების ძიება“.

მანამდე კი მილიარდერმა ბიზნესმენმა და აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელა ილონ მასკმა X-ზე დაწერა: „Starlink-ის სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია. მათი მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, თუ მე მას გამოვრთავ“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა