თეგებით ძიება

30 წელია, კანონებს ამკაცრებენ, მაგრამ მომხმარებელთა რიცხვი მაინც იზრდება.. არ მუშაობს ეს გამკაცრება არაააა თუ არ იზრუნე ადამიანებზე ! - ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტინარკოტიკულ რეფორმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ ყველა სახის გამკაცრებამ (როდის იყო ეს პოლიტიკა ლიბერალური? თუ ვინმე მეტყვის, ძალიან დამავალებს) კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ადამიანების ყოფას, გააღრმავაბს სტიგმას და, შესაბამისად, კიდევ უფრო გააქტიურებს შავ ბაზარსა და DarkNet-ს.
მე ვთქვი, დანარჩენს ერთად ვნახავთ. მოემზადეთ ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე დიდი რიგებისთვის და უამრავი ჩამორთმეული უფლებისთვის. 30 წელია, კანონებს ამკაცრებენ, მაგრამ მომხმარებელთა რიცხვი მაინც იზრდება. არ ვიცი, ახლა რა მოხდება, მაგრამ, ალბათ, ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება!
არ მუშაობს ეს გამკაცრება არაააა თუ არ იზრუნე ადამიანებზე ! ტექსტს რომ ვნახავს ცვლილებების მერე უფრო მეტს ვიტყვი - წერს ზურა სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა