თეგებით ძიება

X-ზე მასიური კიბერშეტევა განხორციელდა - აქ დიდი, კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანაა ჩართული - ილონ მასკი

ბოლო რამდენიმე საათია სოციალური პლატფორმა X შეფერხებით მუშაობს. ილონ მასკის განცხადებით,პლატფორმაზე „მასიური კიბერშეტევა“ განხორციელდა.

„X-ზე მასიური კიბერშეტევა იყო (ჯერ კიდევ არის)“, - წერს სოციალური პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი.

მისი თქმით, თავდასხმაში დიდი კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანა მონაწილეობდა.

„ჩვენზე თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება, მაგრამ ეს დიდი რესურსებით გაკეთდა. აქ, ან დიდი, კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანაა ჩართული“, - აღნიშნავს მასკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა