11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ამ დღის სცენარს არ გონება, არამედ ინტუიცია წერს, და თუ მის მოსმენას ისწავლით, სამყარო სრულიად ახალი კუთხიდან გაიხსნება. ამ დღის მთავარი გმირი ხართ – თავდაჯერება შესაძლებლობებს მაგნიტივით მოიზიდავს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ქარიზმა ქმედების გარეშე მხოლოდ ერთი გაელვებაა. წარმოაჩინეთ თქვენი თავი, იმოქმედეთ და წარმატება თქვენ დაგრჩებათ.
კურო
ეს დღე მხოლოდ დადებით ემოციებს მოგიტანთ. დღის პირველ ნახევარში სხვების დაფარულ განზრახვებს ინტუიციით ამოიცნობთ, თითქოს სიტყვებს შორის აზრის წაკითხვა შეგიძლიათ. რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერში წარმატებას აღწევთ. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ ბევრი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. კოლეგები თქვენს ინტუიციას და საზრიანობას ღირსეულად დააფასებენ. პირად ცხოვრებაში თქვენს გრძნობებს გაგება და მხარდაჭერა ელით.
ტყუპები
ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც ძალიან მალე თქვენს თაღლითურ სქემებში ჩართვას შეეცდება. ფრთხილად იყავით - ეს შეხვედრა კარგად არ დასრულდება. ვარსკვლავები თქვენს მიმართ კეთილგანწყობილები არიან და ბევრი სიკეთის მოცემა შეუძლიათ, მათ შორის სასიყვარულო ფრონტზე. დაქორწინებულმა ადამიანებმა უნდა გაიხსენონ პირობა, რომელიც ოდესღაც ერთმანეთს მისცეს და ყველაფრის გამოსწორება სცადონ. ამ დღის საუკეთესო ფინალი ოჯახური საქმეების კეთება იქნება.
კირჩხიბი
შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. ყველა საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. გარისკვის ნუ შეგეშინდებათ. პრინციპულად, მაგრამ გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობას. მედიტაცია ან არტთერაპია მოდუნებაში დაგეხმარებათ.
ლომი
ლომებო, შეშფოთების მიზეზი არ გაქვთ, ამიტომ წვრილმანების გამო არ უნდა ინერვიულოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნისთვის. გაიხსენეთ ყველა დაპირება, რომელიც ამ ადამიანებს მიეცით და ეცადეთ ბოლოს და ბოლოს შეასრულოთ. მდიდარი წარმოსახვის უნარი და შემოქმედებითი აზროვნება რთული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ისინიც კი, ვინც შემოქმედებისგან ძალიან შორს არის, ძალის უდიდეს მოზღვავებას იგრძნობენ. ეს დღე შეიძლება გახდეს ახალი, აქამდე უცნობი უნარების აღმოჩენის დრო. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე გაატარებთ. შესაძლოა, პარტნიორმა სასიამოვნო სიურპრიზით გაგახაროთ.
სასწორი
ოჯახური ღირებულებების დღეა, რომელიც მთლიანად ოჯახის წევრებს და ოჯახურ საქმიანობას უნდა დაუთმოთ. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ სახლისთვის რაიმეს გააკეთებთ. დროა, საკუთარი დაპირებები გაიხსენოთ. ეცადეთ აღადგინოთ წონასწორობა ფიქრებსა და გრძნობებს შორის, რომ სიმშვიდე იგრძნოთ. თქვენი ორიგინალურობა და გულწრფელობა საინტერესო ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს.
მორიელი
არ დანებდეთ, თუნდაც ყველაფერი ისე არ ხდებოდეს, როგორც დაგეგმეთ. ეს პერიოდი აუცილებლად გაივლის და ისე გაგაძლიერებთ, რომ მომავალში მსგავს შემთხვევებს მარტივად გაუმკლავდებით. თქვენი ორიგინალური აზროვნება და საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა კოლეგებისა და მენეჯმენტის მოწონებას დაიმსახურებს.ამ დღეს საინტერესო შეხვედრას გელით, სადაც მნიშვნელოვან ამბებს გაიგებთ.
მშვილდოსანი
თუ თქვენს ცხოვრებაში არსებობს პრობლემა, რომელიც გამუდმებით თავში გიტრიალებთ, მაგრამ მის გადასაჭრელად ვერაფერს აკეთებთ, უბრალოდ დაივიწყეთ და დრო ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს. ამ სიტუაციაში ბევრი რამ თქვენზე დამოკიდებული არ არის. საღამო თქვენს სულს და სხეულსადაუთმეთ – მსუბუქი ვარჯიში, იოგა და მედიტაცია თქვენთვის სასარგებლო იქნება. ყურადღება მიაქციეთ კვებას – აჯობებს, თუ ცხიმიან, ტკბილ და ფქვილოვან პროდუქტებს შეამცირებთ.
თხის რქა
თხის რქების მთავარი მტერი მათი ენაა. ნუ გამოხატავთ საკუთარ აზრებს მეტისმეტად ხისტად და აგრესიულად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას არ გთხოვენ. მარტოხელებს შესაძლოა მოწყენილობის ან წარუმატებლობის განცდა დაეუფლოთ, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. საღამოს საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმეთ. უმჯობესია, მცირე დასვენება მოიწყოთ ან ის აკეთოთ რაც სიხარულს განიჭებთ.
მერწყული
მშვენიერი დროა იმისთვის, რომ გაიხსენოთ ახლობლები, რომლებთანაც ურთიერთობა სხვადასხვა მიზეზის გამო გაწყვიტეთ. დაურეკეთ, საჩუქარი გაუგზავნეთ და ჰკითხეთ, როგორ არიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეტი იმოძრაოთ. პატარა გასეირნებაც კი თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.
თევზები
დღის ბოლომდე ბევრი ამოცანის გადაჭრა მოგიწევთ. ნუ ინერვიულებთ, თუ ყველაფრის დროულად დასრულება ვერ მოასწარით – მთავარია, საქმე კეთილსინდისიერად გააკეთოთ. ყველაფერი ისე დაგეგმეთ, რომ სიამოვნებაც მიიღოთ და საკუთარი ინტელექტუალური უნარებიც გამოავლინოთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, შეიძლება ფულადი ბონუსი ან კარიერული წინსვლა დაიმსახუროთ.