თეგებით ძიება

რუსეთში იმპორტირებული მეორადი მანქანების 7.5% საქართველოზე მოდის - რუსული „ავტოსტატის“ კვლევა

მაშინ, როდესაც ოფიციალური სტატისტიკით საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ფაქტობრივად, განულებულია, [სანქციების გამო] სხვას ამბობს რუსული ანალიტიკური სააგენტო „ავტოსტატის“ მონაცემები. მათი კვლევით, მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთში მეორადი ავტომობილების 7.5% საქართველოდან შევიდა, ხოლო ახლების შემთხვევაში წილი 0.8%-ს შეადგენდა. ამავე ორგანიზაციის კვლევით, იანვარში ძველ ავტომობილებში საქართველოს წილი 5.9%-ს იყო. რაოდენობრივად რომ ავიღოთ, მხოლოდ თებერვალში რუსეთში საქართველოდან 1 388 ერთეული მეორადი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა.

რამდენი ახალი და მეორადი ავტომობილი შედის რუსეთში საქართველოდან

რუსეთში ახალი ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო მეექვსე ადგილზეა. თებერვლის იმპორტში საქართველოს წილმა 0,8% შეადგინა, რაც მეხუთე ადგილზე მყოფი სამხრეთ კორეის წილის ანალოგიური მაჩვენებელია.

სტატისტიკას რუსული ანალიტიკური სააგენტო, „ავტოსტატი“ ავრცელებს, რომელიც მონაცემებს ყოველთვიურად აახლებს.

რაც შეეხება მეორად, ანუ ავტომობილებს გარბენით, ამ იმპორტში საქართველოს წილმა 7,5% შეადგინა და იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. ორჯერ და უფრო მეტი პროცენტული მაჩვენებლით ქვეყანა ბელარუსს უსწრებს.

თებერვალში რუსეთში ყველაზე მეტი ახალი ავტომობილი ჩინეთიდან შევიდა, რომლის წილმაც იმპორტში, თითქმის, 81% შეადგინა. მეორე ადგილზე ყირგიზეთია (6,6%), ხოლო სამეულს ბელარუსი ხურავს (5,2%).

რუსეთში ახალი ავტომობილების იმპორტიორი ქვეყნების სია ასეთია: (2025 წლის თებერვალი)

ჩინეთი - 80,9%

ყირგიზეთი - 6,6%

ბელარუსი - 5,2%

ყაზახეთი - 1,9%

სამხ.კორეა - 0,8%

საქართველო - 0,8%

თურქეთი - 0,7%

იაპონია - 0,7%

სხვები - 2,4%

მეორადი ავტომობილების სეგმენტში იაპონია ლიდერობს, რომლის წილმაც თებერვლის იმპორტში 53% შეადგინა. მეორეზე სამხ.კორეა (20,0%), მესამეზე კი ჩინეთია (9,6%).

რუსეთში მეორადი ავტომობილების იმპორტიორი ქვეყნების სია ასეთია: (2025 წლის თებერვალი)

იაპონია - 53,4%

სამხ.კორეა - 20,0%

ჩინეთი - 9,6%

საქართველო - 7,5%

ბელარუსი - 3,0%

გერმანია - 1,8%

აშშ - 0,8%

არაბეთის გაერთანებული საემიროები - 0,8%

სხვები - 3,1%

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა