12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
დღევანდელ მოვლენებს ზედაპირულად ნუ შეხედავთ, რადგან ისინი თქვენს უახლოეს მომავალზე იმოქმედებენ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებს და პროვოკაციებს ნუ აჰყვებით. შესაძლოა, ამ დღეს ისეთ არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომლის მოგვარება ძალიან გართულდება. ახლა რისკი თქვენი ძლიერი მხარე არაა. უმჯობესია, საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ და შექმნილი ვითარება კარგად გაიაზროთ. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს თავში უამრავი საინტერესო იდეა მოუვათ.
კურო
გირჩევთ ემოციები აკონტროლეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეგობრებთან და ახლობლებთან კონფლიქტი გარდაუვალია. არახელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისთვის – უმჯობესია, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხოთ ან დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართოთ. ფიზიკური აქტივობა ან სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესისგან გათავისუფლებაში დაეხმარებათ.
ტყუპები
ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. სავარაუდოდ, სამშაბათი თქვენს ნერვებსა და მოთმინებას გამოცდას მოუწყობს, ამიტომ სახლშიც და სამსახურშიც ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ.
კირჩხიბი
ამ დღეს მეგობრებისა და პარტნიორებისგან ქებას დაიმსახურებთ. თუ ფულის სესხებას აპირებთ, ამისთვის შესაფერისი დროა. მცირე უსიამოვნებები გელით, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს ვერ შეგიქმნიან. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევისა და მშვიდობის დამყარებისთვის. საღამოს შეიძლება სასიამოვნო სიახლე გაიგოთ ან დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდეთ.
ლომი
ეს დღე ახალი საქმეებისა და პროექტების დასაწყებად ხელსაყრელია. ენერგიით სავსე ხართ, თავს შესანიშნავად გრძნობთ და ყველაზე რთულ გამოწვევებსაც კი თამამად უმკლავდებით. პირად ცხოვრებაში წარმატებები გელით – იღბალი თქვენს მხარესაა. შესაძლოა, დღეს ხელისა და გულის შეთავაზება მიიღოთ ან ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თავად გადადგათ. თუ ინტუიციას მოუსმენთ, შესაძლოა, რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეძლოთ.
ქალწული
თუ ამჟამად რთული პერიოდი გაქვთ, ეს დღე შესანიშნავ შანსს გაძლევთ, რომ დროებით დაისვენოთ პრობლემებისგან. მიზნების მისაღწევად გონებრივი და ფიზიკური შრომა მოგიწევთ, მაგრამ საბოლოო შედეგი სავსებით ღირს ამ ძალისხმევად. გირჩევთ, წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. დროა მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ვარჯიში დაიწყოთ.
სასწორი
სასწორებო, გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დღისთვის გადადოთ და აქტიურად დაისვენოთ. ტელევიზორთან წამოწოლასა და სპორტდარბაზში სიარულს შორის –მეორე აირჩიეთ. პირველი ვარიანტი არავითარ სარგებელს არ მოგიტანთ, ხოლო მეორე თქვენს ენერგიას სწორ მიმართულებას მისცემს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამო მშობლებთან ან ახლო ნათესავებთან ურთიერთობას დაუთმოთ.
მორიელი
ამ დღეს თქვენს გარემოცვასთან დაკავშირებით რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. შესაძლოა, ვიღაცის აზრს კატეგორიულად არ ეთანხმებით, მაგრამ ეცადეთ, კამათი დაპირისპირებად არ აქციოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების შედეგებზე მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი. ახლობელი ადამიანის რჩევები რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
მულოდნელი შემთხვევა გეგმების შეცვლას გაიძულებთ, თუმცა ნერვიულობა საჭირო არ არის - ყველაფერს გაუმკლავდებით და მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიიღებთ, რაც მომავალში გამოგადგებათ. გარშემომყოფების დახმარებით უკმაყოფილო დარჩებით, ამიტომ ეცადეთ მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ.
თხის რქა
სიახლეებისა და ცვლილებებისთვის იდეალური დღეა. ეცადეთ, ძველი ნივთები ახლით ჩაანაცვლოთ და სახლში სასიამოვნო გარემო შექმნათ. შინაგანი ჰარმონიის და სიმშვიდის მიღწევას მხოლოდ ასე შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი განწყობა თქვენი ბინის სისუფთავესა და წესრიგთან პირდაპირ კავშირშია. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ყველაზე რთულ დავალებებსაც კი თამამად შეეჭიდოთ – იღბალი თქვენს მხარესაა და ყველაფერი გამოგივათ.
მერწყული
მერწყულებისთვის საკმაოდ რთული და დაძაბული დღეა. შესაძლოა, თქვენთვის სრულიად უცხო საქმის კეთება მოგიწიოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – ამ ეტაპს მარტივად გადალახავთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეზე არიან, თუმცა მხოლოდ მათ იმედად ნუ იქნებით. დროა, მომჭირნედ ცხოვრება ისწავლოთ, თუ არ გინდათ, რომ ვალები დაგედოთ.
თევზები
გაბედეთ და იმოქმედეთ! დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს დგანან და რისკიანი ნაბიჯებისკენ გიბიძგებენ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაცილებით ადვილია, ამიტომ შეგიძლიათ ექსპერიმენტებს მიმართოთ. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.