La Roche-Posay-ის პროდუქტი აშშ-ში გაყიდვიდან ამოიღეს - მიზეზი კიბოს გამომწვევი ქიმიკატებია
აკნეს სამკურნალო საშუალებებში კიბოს გამომწვევი ქიმიკატები აღმოაჩინეს. მკვლევრებმა კანცეროგენი ბენზოლი იპოვეს აკნეს პოპულარულ სამკურნალო საშუალებებში, რომლებიც ბენზოლს შეიცავს.L'Oreal-მა შეერთებული შტატების მასშტაბით გაყიდვიდან ამოიღო La Roche-Posay-ის აკნეს ლაქების სამკურნალო პროდუქტი Effaclar Duo-ს ხაზიდან, რადგან არსებობს რისკი, რომ პროდუქტი კანცეროგენურ ბენზოლს შეიცავს.
"მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილი კონცენტრაცია უსაფრთხოებისთვის რისკს არ წარმოადგენს, ჩვენ მზად ვართ, ხარისხის უმაღლესი სტანდარტი დავაკმაყოფილოთ. შესაბამისად, FDA-სთან ახლო თანამშრომლობით, პროაქტიურად გადავწყვიტეთ, რომ გაყიდვიდან ამოვიღოთ არსებულ ფორმულაზე დამზადებული Effaclar Duo-ს დარჩენილი ლიმიტირებული ერთეულები", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კლივლენდის კლინიკის თანახმად, ბენზოილის პეროქსიდი ეფექტურია აკნეს სამკურნალოდ, რადგან ის „მოქმედებს ანთების წინააღმდეგ და კლავს ან ხელს უშლის ბაქტერიების ზრდას თქვენს კანზე“.
თუმცა, Vailsure-ის თანახმად, მას ასევე შეუძლია შექმნას კანცეროგენი ბენზოლი გარკვეულ პირობებში.
ბენზოლი ასევე აღმოაჩინეს Proactiv-ში, PanOxyl-ში, Walgreens-ის აკნეს საპონში და Walmart's Equate Beauty აკნე კრემში.
კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ და EPA-მ დაადგინეს, რომ ბენზოლი ადამიანისთვის კანცეროგენულია. ბენზოლის ზემოქმედება შესაძლოა საზიანო იყოს რეპროდუქციული ორგანოებისთვის.
L'Oreal-მა Effaclar Duo Acne Spot Treatment-ის დარჩენილი ყველა ერთეული ამოიღო შეერთებული შტატების ბაზრიდან, თუმცა გაყიდვაში რჩება ბრენდის სხვა პროდუქტები, მათ შორის იმავე ხაზის, Effaclar Duo-ს სახის დასაბანი საშუალებებიც.