ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში შარშანდელზე ორჯერ მეტი მიმოზა შევიდა
ოკუპირებული აფხაზეთიდან მიმოზას რეკორდული ოდენობა რუსეთში გაიგზავნა – ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს. მიმოზას მოცულობამ თითქმის ორჯერ გადააჭარბა გასული სეზონის მაჩვენებლებს იუწყება ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ინტერნეტგამოცემა.
მათივე ცნობით, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში 400 ტონაზე მეტი მიმოზა გავიდა. გასულ წელს კი ოკუპირებული აფხაზეთიდან 240 ტონა მიმოზა გაიტანეს. აფხაზური მედიის ცნობით, ტრანსპორტირებისთვის მიმოზა ყუთებში იფუთებოდა და დაბალი ტემპერატურის პირობებში გადაჰქონდათ.