თეგებით ძიება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციას „კრედექს“- ის რეგისტრაცია გაუუქმდა - სებ-ი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციას „კრედექს“- ის რეგისტრაცია გაუუქმდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის განკარგულებაშია საუბარი.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე.

განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ: 

  1. „კრედექსის“ უნდა გაუქმდეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია;
  2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,CREDEX“-ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2012 წლის 29 ოქტომბრის N1101 განკარგულება;

განკარგულების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის იანვრის მდგომარეობთ ბაზარზე 31 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3 სუბიექტით ნაკლებია. 2024 წლის იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა