თეგებით ძიება

ქართვლის დედა - როგორ შეიქმნა თბილისის სიმბოლო?

თბილისის სიმბოლოდ ქცეული ქართვლის დედის მონუმენტი 1958 წელს, თბილისის დაარსებიდან 1500 წლის იუბილეს აღსანიშნავად აღიმართა. თავდაპირველად, ელგუჯა ამაშუკელმა ქანდაკებას „დედაქალაქი“ უწოდა, მაგრამ ქართველმა ხალხმა მას „ქართვლის დედა“ შეარქვა. საბოლოოდ, ეს სახელი იმდენად პოპულარული გახდა, რომ რამდენიმე წლის მერე ხელისუფლებამ ქანდაკებას სახელი ოფიციალურად გადაარქვა. ელგუჯა ამაშუკელის ორიგინალი ნამუშევარი ხისგან იყო დამზადებული, რადგან გეგმის მიხედვით ინსტალაცია დროებითი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ქანდაკება აღმართვის დღიდან ისეთი პოპულარული გახდა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მალევე შეცვალა. 1963 წელს მონუმენტი ალუმინის ფირფიტებით დაფარეს, ბუნებრივი პირობებისა და სხვა საფრთხისგან რომ დაეცვათ.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

1997 წელს, როდესაც პირველი ქანდაკებისთვის მიყენებული დაზიანებების სრულად აღდგენა შეუძლებელი გახდა, იგი დაშალეს და ახლით ჩაანაცვლეს.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

1997 წელს ქანდაკება მთლიანად შეიცვალა ახლით: 20 მეტრის სიმაღლის ქართვლის დედამ გრძელმკლავიანი კაბა უფრო თანამედროვეთი შეცვალა და ნაკლებად ტრადიციული თავსაბურავი - დაფნის ფოთლები დაიხურა. თანამედროვე ჩაცმულობამ მაშინ არაერთი პოლემიკა გამოიწვია ქართველებში –ავთენტურობის დაკარგვა ყველას არ მოეწონა. ერთი ქანდაკების მეორეთი ჩანაცვლების პროცესში, ქალაქს ორი დღით, ორი ქართვლის დედა დაჰყურებდა.

ამ ნამუშევრისთვის  მოქანდაკე 1966 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა.

ქანდაკების სიმაღლე 20 მეტრია. სიმაღლე ზღვის დონიდან – 480 მეტრი.

ძეგლი მდებარეობს ბოტანიკურ ბაღთან და ნარიყალას ციხესთან.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა