"შესანიშნავი პერიოდია კაპიტალ დაბანდებისთვის. შესაძლოა შეცვალოთ დიზაინი სახლში" - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან
„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია და ეს კვირა ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის კარგია. ასეთი ერთი კვირა ყოველთვის არის თვის განმავლობაში. გადავდივართ ვერძის ნიშანში. 30 რიცხვამდე მოიმატებს წყალდიდობების, წვიმების და წყალთან დაკავშირებით პრობლემები. აუცილებელია 20 რიცხვში ვიყოთ მშვიდად, ვილოცოთ და პოზიტიურად შევეგებოთ ასტროლოგიურ ახალ წელს, ეს ენერგია გადადის მომდევნო დღეზე და ასევე მომავალ პერიოდზე“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.
♈ ვერძი
ენერგოტონუსი მატულობს. მზე უახლოვდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს. მეტი შესაძლებლობა და პერსპექტივა გაქვთ. მარტივად არ იღლებით და საინტერესო ადამიანები ჩნდებიან თქვენ გარშემო. ოღონდ ეს ხდება ნელ-ნელა და არა სწრაფად. საქმეს მოეკიდეთ მოთმინებით. მოიმატებს შარმი და მიზიდულობა.
♉ კურო
ახალი პარტნიორული ურთიერთობები, წამოწყებები, სამსახურებრივი ამბები, მეგობრებთან ურთიერთობა და სანაცნობო წრის გაზრდა - კვირის შესაძლებლობები თქვენთან მოდის. ინტერნეტთან დაიჭირეთ კავშირი, მოდის საინტერესო ინფორმაციები. არ გაჯიუტდეთ.
♊ ტყუპები
იმდენად მრავალფეროვანი ეფექტი გაქვთ, რომ ისეთ სფეროებში, სადაც საერთოდ შეხება არ გქონიათ წარმატებით აღმოჩნდეთ. საუკეთესო პერიოდი გაქვთ პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში. ასევე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ლატარიებსა და გათამაშებებში.
♋ კირჩხიბი
ამბიციების დაკმაყოფილების პერიოდია. შეგიძლიათ წაიწიოთ პროფესიული კუთხით წინ. თქვენი ტალანტები და ნიჭები რეალიზდება, შესაბამისად მაქსიმალურად წარმოაჩინეთ საკუთარი თავი. მგზავრობა, მოგზაურობა უცხოელებთან კონტაქტები რეკომენდებულია.
♌ ლომი
ნელ-ნელა გამოცოცხლდებით, გემატებათ ენერგია. გიძლიერდებათ მოქმედების უნარი და შესაძლოა მოაგვაროთ ძველი პრობლემებიც. ენას კბილი დააჭირეთ, დაიცავით საიდუმლო. მოდის დახმარებები და თანადგომა.
♍ ქალწული
ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი მაღალია. ჯანმრთელობა, მიზიდულობა, შარმი, პარტნიორული ურთიერთობა, წინა პლანზე წამოიწევს. შესაძლოა სასიყვარულო პარტნიორთან ბიზნესი წამოიწყოთ. გაგებით და დაკვირვებულად მოეკიდეთ საკითხს.
♎ სასწორი
აშაკარა გამოცოცხლების პერიოდი გაქვთ. ენერგიები გემატებათ, იმუნიტეტი გიძლიერდებათ და ფსიქიკურად უფრო სტაბილურები ხართ. ამ პერიოდში მოიყვანეთ გონება და ჯანმრთელობა წესრიგში. დაალაგეთ ურთიერთობები. საუკეთესო პერიოდია ახალი იდეების განხორციელებისთვის.
♏ მორიელი
კრეატიულები ხართ. ენერგოტონუსი მაღალია, შესაბამისად ხართ მდგრადი დაუღლელი და მებრძოლი სულის. ინტუიცია გაქვთ შესანიშნავი და ამაზე დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებთ. მოგწონთ კონტროლი ირგვლივ მყოფი ადამიანების, მაგრამ არ გადაამეტოთ ძალაუფლებას. შესაძლოა პარტნიორის რჩევა სასიკეთო და გარდამტეხი აღმოჩნდეს.
♐ მშვიდოსანი
უმჯობესდება თქვენი მდგომარეობა და მეტად ოპტიმისტები ხდებით. პარტნიორები გეხმარებათ. აგვარებთ საყოფაცხოვრებო საკითხებს. მოემზადეთ ახალი იდეებისა და პროექტებისთვის.
♑ თხის რქა
მიმდინარე კვირაში აქტიური და კრეატიული ხართ. მიზანსწრაფული ხართ. კონტაქტებისთვის, ურთიერთობებისთვის საუკეთესო პერიოდია და უმჯობესდება კიდეც. თუ გაქვთ დასახული მიზნად მგზავრობა და მოგზაურობა, გადასარევი პერიოდია ამისთვის.
♒ მერწყული
ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ძალიან კარგი პერსპექტივა გაქვთ. შეიძლება ჩაერთოთ იდეებში რომლებიც განსაკუთრებულად მოგიტანთ წარმატებას. შესანიშნავი პერიოდია კაპიტალ დაბანდებისთვის. შესაძლოა შეცვალოთ დიზაინი სახლში.
♓ თევზები
მიუხედავად იმისა რომ მზე გადადის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, მაინც ფავორიტად რჩებით. შესაბამისად ყველაფერს შეძლებთ. რა ცუდი აზრები და შიშებიც გქონდათ ყველაფერი იხსნება. ახალი იდეები და პროექტები შეგიძლიათ განახორციელოთ. ინტუიცია მდგრადია.