თეგებით ძიება
17. 03. 2025 ბიზნესი

შეგეცვლებათ თუ არა ყოველთვიური შენატანი სესხზე? - საბანკო სექტორში სიახლეებია

შეგეცვლებათ თუ არა ყოველთვიური შენატანი სესხზე? - საბანკო სექტორში სიახლეების შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეკონომიკის ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ ისაუბრა:

„საბანკო სექტორში რეგულაციები იცვლება, რაც მნიშვნელოვნად არის მორგებული საზოგადოებაზე. საქართველოში ყველას აქვს თითქმის სესხი, შესაბამისად ნებისმიერი ინფორმაცია აქტუალურია მოსახლეობისთვის.

თუ ერთ კონკრეტულ ბანკში გქონდათ სესხი და ხედავთ, რომ სხვა ბანკში უკეთესი პირობებია გაქვთ ჩანაცვლების შესაძლებლობა, ისე რომ თუ აქამდე სესხის ორ პროცენტს წინსწრებით უხდიდით თავდაპირველ ბანკს, ახლა ვზოგავთ ამ ორ პროცენტს. ასევე შეგიძლიათ ჯარიმის შემთხვევაში ნულ პროცენტადაც მოილაპარაკოთ და თანხა არ დაიბეგროს.

ყოველთვიური შენატანი ამ შემთხვევაში არ იცვლება. თუ გაქვთ ფიქსირებული დარჩება ასე. თუ თქვენი სესხი არის უცხოურ ვალუტაში აღებული, მაშინ შესაძლოა კურსის ცვლილებამ გავლენა იქონიოს ყოველთვიურ შენატანზე“, - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა