თეგებით ძიება

ისტორიაში პირველად, ოქროს ფასმა 3 000 დოლარს გადააჭარბა - „ბიბისი“

„ბიბისის“ ცნობით, ისტორიაში პირველად, ოქროს ფასმა 3 000 დოლარს გადააჭარბა. როგორც „ბიბისი“ წერს, ძვირფას ლითონზე მოთხოვნა გლობალური სავაჭრო ომის გავლენით გამოწვეული ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე იზრდება.

ოქროს ღირებულებამ 13 მარტს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – 3,004.86 დოლარს უნციაზე.

ოქროს ფასმა 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 14%-ით მოიმატა.

„ბიბისის“ ცნობით, ოქრო ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად ითვლება და ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდებში მასზე მოთხოვნა იზრდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ოქროს გაძვირება ნაწილობრივ აშშ-სა და მის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის დაძაბულობას უკავშირდება.

ოქროს გაძვირების კიდევ ერთ ფაქტორად ეროვნული ბანკების მიერ ოქროს შესყიდვა სახელდება, თუმცა ამის ზუსტი მიზეზების განსაზღვრა რთულია. „ბიბისის“ მიხედვით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, იყოს რეზერვების ამერიკული დოლარისგან დივერისფიცირების სურვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა