ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასები თბილისშია - 2583, ყველაზე დაბალი რაჭა-ლეჩხუმში - 1060
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის IV კვარტალში ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 217.5 ლარს შეადგენდა, რაც წლიურ ჭრილში 8.5%-ით არის გაზრდილი. ეს თანხა წარმოადგენს მთლიან ხელფასს, რომელსაც საშემოსავლო გადასახადის 20% აკლდება, შესაბამისად ხელზე აღებული საშუალო მთლიანი ხელფასი 2024 წლის მეოთხე კვარტალში 1773 ლარს შეადგენდა. ანუ, საშუალო ხელფასს ყოველთვიურად საშუალოდ 443 ლარის საშემოსავლო გადასახადი აკლდება.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასები თბილისშია, რაც თვეში 2583 ლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე დაბალი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 1060 ლარის ოდენობით.
სრულად რეგიონების მიხედვით, საშუალო ხელფასები ასე ნაწილდება:
- თბილისი - 2583 ლარი;
- სულ საქართველოს საშუალო - 2217.5 ლარი;
- მცხეთა-მთიანეთი - 2087 ლარი;
- ქვემო ქართლი - 1869 ლარი;
- აჭარის ა.რ. - 1825 ლარი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1489 ლარი;
- სამცხე-ჯავახეთი - 1454 ლარი;
- შიდა ქართლი - 1443 ლარი;
- იმერეთი - 1442 ლარი;
- კახეთი - 1441 ლარი;
- გურია - 1304 ლარი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1060 ლარი.