ინდოეთი და საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობას იწყებენ
საქართველო თავისუფალ ვაჭრობას კიდევ ერთი მიმართულებით დაიწყებს, ინდოეთთან საკითხის განხილვა იწყება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ინდოეთში და საქართველოს პირველი მონაწილეობა ნიუ-დელის საერთაშორისო კონფერენციაში დასრულებულია.
სამი დღის განმავლობაში მაკა ბოჭორიშვილს ათამდე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ჰქონდა შეხვედრა. გარდა ამისა, საუბარი შედგა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორ ტულსი გაბარდთანაც.