20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
უმცირესი ეჭვის შემთხვევაშიც კი ჯობია დაგეგმილი შეხვედრებსა და ღონისძიებებზე მისვლისგან თავი შეიკავოთ. არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, განსაკუთრებით, თუ ისინი გრძელვადიან გეგმებს ეხება. უხერხული სიტუაციიდან გამოსვლას მოხერხებულობისა და კომპრომისის უნარის წყალობით შეძლებთ. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა სასარგებლო იქნება.
კურო
ამ დღეს ყველაზე მეტად წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გამოგადგებათ. მათ, ვინც დასახული მიზნის მისაღწევად დაუღალავად იბრძოდა კარიერული წინსვლა ელოდება. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ სამსახურის შესახებ დაივიწყოთ და მთელი დრო საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ. გირჩევთ ალკოჰოლისა და ცხარე კერძების მიღებისგან თავი შეიკავოთ.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ქალაქგარეთ გასვლისთვის, სუფთა ჰაერზე დასვენებისა და ფიზიკური აქტივობისთვის. სავარაუდოდ, ძველ მეგობარს თქვენი დახმარება დასჭირდება, მაგრამ არც საკუთარი სურვილების შესახებ უნდა დაივიწყოთ. ამ დღეს ახალი ნაცნობობა პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ სასურველია, მთელი დღე ძველი მეგობრების გვერდით გაატაროთ. მოერიდეთ სხვა ადამიანებისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევას.
კირჩხიბი
რთული, მოვლენებით დატვრთული დღეა. წარმატებას მხოლოდ მიზანსწრაფულობა და შრომისმოყვარეობა მოგიტანთ. ამ დღეს რჩევებს ყურადღებით უნდა უსმინთ - ზოგჯერ ისინი საკმაოდ სასარგებლო და გამოსადეგია. ხელსაყრელი დღეა ჯანმრთელობის პრევენციული პროცედურების ჩასატარებლად. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმრები — ეცადეთ დაიმახსოვროთ და გაიგოთ მათი მნიშვნელობა. ნუ ეცდებით მოვლენების მიმდინარეობაში ჩარევას და ეცადეთ დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ.
ლომი
გირჩევთ მეტი იაქტიუროთ საკითხებში, რომლებიც თქვენს პირდაპირ პროფესიულ მოვალეობებს ეხება და არც საკუთარი ინტერესების დაცვა დაგავიწყდეთ. ხელსაყრელი დღეა ინტელექტუალური დისკუსიებისთვის. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ მანქანის მართვის დროს და მოერიდეთ უცნო ადამიანებთან გულწრფელობას.
ქალწული
ვარსკვლავები უახლოეს მომავალში მფარველობას პირდებიან, რაც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ არ იზარმაცებთ, ბევრ სფეროში წარმატებას მიაღწევთ. ეცადეთ დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ, რადგან ეს შეიძლება ტრავმებით დასრულდეს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და უმნიშვნელო წვრილმანის გამო გული არ ატკინოთ. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა ან შემოქმედებითი სამუშაო შინაგანი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.
სასწორი
ამ დღეეებში ახალი ინფორმაციის ათვისებას ადვილად ახერხებთ. გირჩევთ ეს შანსი ახალი პროფესიის შესწავლისთვის გამოიყენოთ. ამ დღეს ემოციური ფონი განსაკუთრებით მაღალია, ამიტომ ახლობლებთან მტკივნეული თემების განხილვას და დაპირისპირებას უნდა მოერიდოთ. ეცადეთ მოთმინება და წინდახედულება გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თავი აარიდოთ ნებისმიერ საქმეს, რომელმაც შეიძლება მომავალში თქვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს.
მორიელი
ამ დღეს კონფლიქტის თავიდან აცილებას იუმორის დახმარებით შეძლებთ. სახლში დარჩენა არ ღირს — მეგობრებთან შეხვედრა და სუფთა ჰაერზე გასეირნება სტრესის მოხსნაში და რთული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ოჯახის დახმარებაზე უარს ნუ იტყვით — ის თქვენი საიმედო საყრდენი და მხარდამჭერია. დიდი ხნის უნახავ ადამიანთან შეხვედრა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.
მშვილდოსანი
შეეგუეთ, რომ სიტუაციას ყოველთვის ვერ გააკონტროლებ. უმჯობესია ამ დღეს დაისვენოთ და ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარება არ სცადოთ. ნუ იქნებით ზედმეტადმიმნდობი — ეს შეიძლება თქვენს წინააღმდეგ შემოტრიალდეს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - დროა მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ფიზიკური აქტივობა გაზარდოთ.
თხის რქა
ზოგი თხის რქა დილას თავს შეუძლოდ იგრძნობს. ასეთ შემთხვევაში სახლში დარჩით და ეცადეთ ძალები აღიდგინეთ. შემოქმედებითი თხის რქებისთვის ხელსაყრელი დროა — შესაძლოა შემთხვევით გარემოებებმა თქვენი ნიჭი გამოავლინოს. კომერციული საქმიანობა და მეწარმეობა ნაკლებად წარმატებული იქნება, მაგრამ ნუ იდარდებთ, გახსოვდეთ რომ ღამეს ყოველთვის დღე მოსდევს და დაღმართს აღმართი.
მერწყული
შესაძლოა, ძველი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება მოგიწიოთ. ეს როგორც სამუშაო, ასევე პირად ურთიერთობებს ეხება. გამონახეთ დრო მედიტაციისა და სულიერი ბალანსის აღდგენისთვის. ახლობლებთან ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა გელით. დროა კომპრომისის პოვნა ისწავლოთ და სხვების შეცდომების მიმართ უფრო მიმტევებელი გახდეთ. გახსოვდეთ, რომ შეცდომა მხოლოდ ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს.
თევზები
ნუ დაივიწყებთ, რომ გულწრფელი ღიმილი ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებისა და კარგი განწყობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. იყავით გულწრფელი თქვენს ემოციებში. შესაძლოა, ამ დღეს წარსულის გამოცდილებამ თავი შეგახსენოთ. თევზებო, გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, დამატებითი შემოსავალი და თანამშრომლობაზე საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.