როგორ მოვაწყოთ მყუდრო აივანი პატარა სივრცეში?
მცირე აივანი არ ნიშნავს, რომ მას ვერ მოაწყობთ მყუდროდ და კომფორტულად. სწორი დიზაინითა და დეტალების გათვალისწინებით, მცირე სივრცეც კი შეიძლება გადაიქცეს სასიამოვნო კუთხედ, სადაც განტვირთვას შეძლებთ. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ პრაქტიკულ რჩევებსა და ინსპირაციულ იდეებს, თუ როგორ გამოიყენოთ თითოეული კვადრატული მეტრი ეფექტურად.
1. აირჩიე დასაკეცი აივნის ბისტრო კომპლექტი
როდესაც აივნისთვის ავეჯს ყიდულობთ, მნიშვნელოვანია აირჩიოთ სივრცის დამზოგავი ნივთები. ბისტრო კომპლექტი კომპაქტურად იკეცება, რომ მაქსიმალურად გაზარდოს იატაკის სივრცე. ამასთან ციტრუსის ხალისიანი ყვითელი ფერი თქვენს პატარა სივრცეს გაახალისებს. შეარჩიეთ ქოთნების ფერი მსგავსი ციტრუსის ტონებში, რათა მთელი სივრცე გაამხიარულოთ.
2. შექმენით პირადი სივრცე
თუ თქვენთვის პირადი სივრცე პრიორიტეტულია და გირჩევნიათ, რომ აივანი მეტად იზოლირებული იყოს მეზობლებისგან, მაშინ მოაჯირების ირგვლივ წყალგაუმტარი პანელების დამაგრება სცადეთ. ეს ქსოვილი საუკეთესო ალტერნატივაა, რადგან იგი არ ბლოკავს მზის სხივების შემოსვლას და ამავდროულად გიცავთ სხვისი თვალისგან.
მოაჯირებს ქოთნის ყვავილების განთავსება კიდევ ერთი მშვენიერი გადაწყვეტილებაა როგორც მეტი ესთეტიკურობისთვის, ასევე იზოლაციისთვის. ქოლგის განთავსება კი თქვენ და თქვენს მცენარეებს მზისგან დაგიცავთ და ამავდროულად პირადი სივრცის შეგრძნებას გაგიძლიერებთ.
3. შექმენით სამზარეულოს ზონა აივანზე
გარე სამზარეულო საკმაოდ პოპულარულია ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქებში. თუმცა საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის კლიმატიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ წელიწადში 5-6 თვე აივნით ვისიამოვნოთ. ამისათვის დაგჭირდებათ რამდენიმე სათავსო, თაროები და პატარა ე.წ. ბისტროს მაგიდა-სკამები. გაითვალისწინეთ, რომ ავეჯი თქვენი სივრცის შესაბამისად უნდა აარჩიოთ. კარგად გაზომეთ ის ადგილი სადაც სათავსოებისა და თაროების დადგმას აპირებთ. ეცადეთ მაქსიმალურად დაზოგოთ სივრცე, რადგან მთელი იდეა გარე სამზარეულოს შექმნისა ამ სივრცით სიამოვნების მიღებაა.
4. ცოცხალი კედელი აივანზე
პანდემიამ ადამიანებს კიდევ უფრო კარგად დაანახა ბუნებაში გატარებული დროის ფასი. სწორედ ამიტომ, ინტერიერის დიზაინში, ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია მცენარეების, როგორც დეკორის გამოყენება. ესთეტიკისა და მორთულობის გარდა, მცენარეებს სიჯანსაღის და ჰარმონიის შექმნა შეუძლიათ. აივანზე განტვირთვისას მცენარეებით ტკბობა, სიმშვიდის შეგრძნებას კიდევ უფრო ინტენსიურს ხდის. კედლის მცენარეები ოპტიმალური ვარიანტი მცირე ზომის აივნებისთვის, რადგან ისინი მინიმალურ ადგილს იკავებენ. ამასთან კედლის გაფორმება თქვენს აივანს გამორჩეულს და საინტერესოს გახდის.