2024 წელს საშუალო თვიური ხელფასი 292-ით 2059 ლარამდე გაიზარდა
2024 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2058.7 ლარი იყო. 2023 წელთან შედარებით ზრდა 292 ლარია.
პანდემიური 2020 წელს თუ არ ჩავთვლით ქვეყანაში საშუალო ხელფასი მზარდია და შესაბამისად შარშანდელი წელი რეკორდული იყო.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საშუალო ხელფასის მაჩვენებელი დარიცხული ხელფასია, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით და არა ხელზე ასაღები თანხა.
იქიდან გამომდინარე რომ საშუალო ხელფასი წარმოადგენს საშუალო არითმატიკულით დათვლილ ანაზღაურებას, ის სრულად არ ასახავს რეალურ საშუალოს, რომელსაც დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი ხელფასის სახით იღებს, აღნიშნული მონაცემს გაცილებით უკეთ გადმოსცემს მედიანური ხელფასის სტატისტიკა, რომელსაც საქსტატი წლიურ ჭრილში აქვეყნებს.
2024 წლის მედიანური ხელფასის ზუსტ მონაცემს საქსტატი 2025 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნებს, რაც შეეხება წინა წლის მონაცემებს, მაგალითად 2023 წელს საქართველოში მედიანური ხელფასი 1 767 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც მედიანური ხელფასი ამაზე 30%-ით უფრო ნაკლები 1 238 ლარი იყო.