თბილისში ბინების გაყიდვები 5%-ით შემცირდა - როგორია ფასები
2025 წლის თებერვალში თბილისში 3 185 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც წლიურად 5%-ით შემცირებაა. კერძოდ, გასული წლის თებერვალში თბილისში 3 358 ბინა იყო გაყიდული.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, მცირედით - 1%-ით გაიზარდა ფასები და 2025 წლის თებერვალში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 222 დოლარს გაუტოლდა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის თებერვალში 1 202 დოლარი იყო.
„ბაზრის მოცულობამ 253 მილიონ დოლარს მიაღწია და წლიურად 6%-ით შემცირდა“, - ვკითხულობთ „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში.