თეგებით ძიება

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

შესანიშნავი დღეა ახალი  ნაცნობობის, სასიყვარულო ურთიერთობისა და სამუშო პროექტების დასაწყებად. საკუთარი თავისა და უნარების დემონსტრირების ნუ შეგეშინდებათ. ეს თქვენს გარემოცვას გააოცებს და უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგანიჭებთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი ბედნიერების შემოქმედი თავად ხართ და თქვენი მომავალი თქვენზეა დამოკიდებული. საღამოს  მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები ან საჩუქრები.

კურო

ეს დღე შესაფერისია ახალი საქმეების დაწყების, მოლაპარაკებების და დოკუმენტების ხელმოწერისთვის. ყველაფერი ახალი წარმატებას მოგიტანთ და გარშემომყოფებს თქვენზე ახალ წარმოდგენას შეუქმნის. ახალი ნაცნობობა შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. ნაკლები ილაპარაკეთ და უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ.

ტყუპები

ამ დღეს მაღალია კონფლიქტებისა და გაუგებრობების ალბათობა, რამაც შეიძლება დიდი დრო წაგართვათ. ვარსკვლავები გირჩევთ კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ და თუ შესაძლებელია, საღამო სახლში გაატაროთ.  გარკვეულ ვითარებაში შესაძლოა, სიმტკიცის გამოჩენა მოგიწიოთ, თუმცა სიტყვების შერჩევის დროს ფრთხილად უნდა იყოთ. პირად ურთიერთობებში კომპრომისები ეძებეთ და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ცვლილებებისკენ გადადგმული ნაბიჯი სასიამოვნო მოვლენების ორომტრიალში ჩაგრთავთ. გაბედულად გაფართოვეთ თქვენი კომფორტის ზონა და საკუთარი ძალების ირწმუნეთ. თქვენში ნამდვილად არის რაღაც განსაკუთრებული, რაც წარმატებისკენ გიბიძგებთ, ამიტომ ნუ დაიმალებით და თქვენი ნიჭი თამამად გამოავლინეთ. თქვენი ნებისმიერი იდეა მოწონებას დაიმსახურებს. ამაში გარკვეულ როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს, რომელსაც ოსტატურად იყენებთ.

ლომი

ბოლო დროს საკუთარ თავს პრობლემებს თავად  უქმნით და შემდეგ თავადვე აგვარებთ. ნებისმიერი პრობლემა გულთან ახლოს მიგაქვთ, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება. ეცადეთ  დამშვიდდეთ და ყურადღება სასიამოვნო საქმეებზე გაამახვილოთ. ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის.

ქალწული

უმჯობესია, რომ ამ დღეს ინიციატივის გამოჩენისგან თავი შეიკავოთ და დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ. სასურველია, რომ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ და საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატაროთ. ეცადეთ ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედოთ,  გაუღიმოთ და მისგანაც საპასუხო ღიმილს მიიღებთ.

სასწორი

ამ დღეს ენერგიის უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობთ. ეცადეთ ეს ენერგია უჩვეულო და რთული ამოცანების გადაჭრისკენ მიმართოთ. მუზას ნუ დაელოდებით, უბრალოდ თქვენი საქმე აკეთეთ და შთაგონება თავისით მოვა. გრძნობთ, რომ ბოლოდროინდელი ხარჯების დასაფარად შემოსავლის დამატებითი წყარო გჭირდებათ. მალე საშუალება გექნებათ, კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ, რასაც ხელფასის ზრდა მოჰყვება.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა შეხვედრების, საქმიანი მოლაპარაკებებისა და რომანტიკული პაემნებისთვის. გირჩევთ ფინანსურად მოგებიან გარიგებებს, რომლებიც მალე შემოსავალს მოიტანს, მეტი ყურადღება მიაქციოთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, ახლობელი ადამიანების ერთგულებაში არ დაეჭვდეთ. დააფასეთ მზიანი დღე, გემრიელი ყავა და ცხოვრების პატარა სიხარულები.

მშვილდოსანი

ამ დღეს მშვილდოსნებს დაგროვილი პრობლემების გადაჭრის საშუალება ექნებათ. სავარაუდოდ, დახმარებას იმ ადამიანისგან მიიღებთ, ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდით. ამაში გარკვეულ როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს, რომელსაც ოსტატურად იყენებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის მითითებები.

თხის რქა

ამ დღეს ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ. ეცადეთ შრომატევადი საქმეების კეთებას თავი აარიდოთ. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე და გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას და თავდაჯერებულობას მოგიტანთ. ხანგრძლივი და დაძაბულ მუშაობის შემდეგ დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ. სამსახურზე და სხვა ნაკლებად სასიამოვნო საქმეებზე შეგიძლიათ ორშაბათს იფიქროთ.

მერწყული

იდეალური დღეა არატრადიციული და შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის. შთაგონება თქვენი მუდმივი თანამგზავრი იქნება. თუ ლიდერის როლი მოირგეთ, შესაძლოა სიმტკიცის გამოჩენა და რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ მეტს იაქტიურებთ, თქვენ წინაშე გაიხსნება კარი, რომელიც დიდხანს დაკეტილი იყო.

თევზები

ამ დღეს მთელი  ყურადღება ახალ ნაცნობობებზე და პროექტებზე უნდა გაამახვილოთ. სიახლეები არ უნდა გაშინებდეთ – პირიქით, ისინი გაძლევენ შანსს თქვენი უნარები გამოავლინოთ და საკუთარი თავი უკეთ გაიცნოთ. შეიძლება ისეთ პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზონ, რომელიც დიდ შანსს ჰგავს, მაგრამ დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდება. ნუ ეცდებით მოვლენების მიმდინარეობაზე ზედმეტად გავლენა მოახდინოთ და დამკვირვებლის როლს დასჯერდით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა