თეგებით ძიება

კედლის მეორე მხრიდან წყლის მოშვების ხმა და მეზობლის დაცემინებაც კი გესმით? - ნახეთ ჩვენი რჩევები იდეალური სიმშვიდისთვის

ადამიანები ხშირად უჩივიან, რომ კედლის მეორე მხრიდან მეზობლის დაცემინება და წყლის მოშვების ხმაც კი ესმით. გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ დაიცვათ თქვენი ბინა ზედმეტი ხმაურისგან და შექმნათ იდეალური სიმშვიდე სახლში.

ჩემი სახლი — ჩემი ციხესიმაგრეა

საკუთარ „ციხესიმაგრეში“ კომფორტული პირობების შექმნა ყველას სურს, თუმცა ხმაურიანი მეზობლები, რომლებიც გამუდმებით წვეულებებს აწყობენ ან ურთიერთობებს ემოციურად არკვევენ, კომფორტისა და სიმშვიდის ნიშანი ნამდვილად არ არის. 

Як погана шумоізоляція у квартирі може вплинути на ваше здоров'я® - Новини  - Українська правда. Життя

რატომ არიან ადამიანები უკმაყოფილო ხმის იზოლაციით?

საქართველოს კანონმდებლობით ხმაური განმარტებულია, როგორც არახელსაყრელი ბგერა, რომელიც ქმნის დისკომფორტს, ახდენს გავლენას სმენის ორგანოებზე და ხელს უშლის სასურველი ბგერის აღქმას. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დილის 8 საათიდან ღამის 11 საათამდე ხმაური დასაშვები იქნება 35 დეციბელის ფარგლებში, ხოლო ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე 30 დეციბელის ფარგლებში  (შედარებისთვის, ადამიანების ჩვეულებრივი საუბარი 45 დეციბელია, ხმამაღალი ყვირილი კი — 80 დეციბელი). კანონმდებლობაში ცალკეა გამოყოფილი აკუსტიკური ხმაურის ცნება, რადგან სწორედ ამ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. 

Как уменьшить уличный шум в квартире: эффективно снижаем шум от дороги при  проветривании

როგორც წესი, საცხოვრებელი კორპუსები მოქმედი ნორმების შესაბამისად შენდება, რაც დასაშვები ხმაურის სტანდარტებს ითვალისწინებს, თუმცა არსებული სტანდარტები ხშირად საკმარისი არ არის, რომ ბინაში იდეალური სიწყნარე იყოს.

ხმაურის სახეები ბინაში

მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრებლებს ძირითადად, სამი სახის ხმაურის გავლენა აწუხებთ:

საჰაერო ხმაური, რომელიც ჰაერის საშუალებით ვრცელდება: ხმამაღალი მუსიკა, ყვირილი, ძაღლის ყეფა, ბავშვის ტირილი და ა.შ. ხმაურის შეღწევადობა დამოკიდებულია კედლის სისქეზე, ბზარებსა და ჩამრთველების რაოდენობაზე.

დარტყმითი ხმაური, რომელიც ზედაპირზე მექანიკური ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება. მაგალითად, თუ მეზობელმა იატაკზე ფეხები დააბაკუნა ან მძიმე საგანი დაანარცხა.

სტრუქტურული ხმაური, რომელიც დარტყმითს ჰგავს, თუმცა ხანგრძლივი ზემოქმედება ახასიათებს (დრელი, პერფორატორი, სხვადასხვა დანადგარის მუშაობისგან გამოწვეული ვიბრაცია და ა.შ). მაგალითად, როცა რემონტი ან მშენებლობა არა მარტო უშუალო მეზობლებს, არამედ მთელ სამეზობლოს აწუხებს. 

Шумоизоляция стен в квартире: чем сделать, современные материалы, монтаж  своими руками | ivd.ru

როგორ მოქმედებს ბინაში ხმის იზოლაცია?

ხმის იზოლაცია არის სამშენებლო მასალების მთელი კომპლექსი, რომელიც გვეხმარება საკუთარი და სხვისი ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ბინაში სხვადასხვა ტიპის ხმაურის შემცირებას გულისხმობს. ამისათვის ბინის პერიმეტრზე ხმის შთამნთქმელი და იზოლაციური მასალები მონტაჟდება. ეს ერთგვარ ბარიერს ქმნის, რომელში გავლის დროსაც ბგერები სუსტდება და სახლში შეღწევამდე ქრება. უკეთესი ეფექტისთვის შესაძლებელია რამდენიმე მასალის და მეთოდის , მაგალითად ფოროვანი და რბილი მასალების კომბინირება.

Звукоизоляция квартиры в деталях - Блог о дизайне и строительстве компании  ITER

ხმაურისგან დაცვის ხერხები

ყველაზე იაფი და მარტივი ხერხი ყურის დამცავის მორგებაა, მაგრამ თუ მასთან ერთად დაძინება გიჭირთ,  სხვა ხერხებს უნდა მიმართოთ. 

ყველაზე ეფექტური და საიმედო ხერხია ხმის შთანთქმელი პანელების კედლებზე და ჭერზე დამონტაჟება, ასევე მყარი და რბილი იატაკის საფარების გამოყენება.

Шумоизоляция потолка и пола в квартире от соседей сверху и снизу: Как  сделать шумоизоляцию | Houzz Россия

შესასვლელი კარის ხმის იზოლაცია - შესასვლელი კარი ერთ-ერთი მთავარი წყაროა, საიდანაც ხმაური ბინაში აღწევს. ხმის იზოლაციის დახმარებით კარი ქუჩიდან შემოსულ ხმაურს  ბლოკავს და ჰაერში ფანტავს. ყურადღება უნდა მიაქციოთ უმცირეს ბზარებსაც კი, საიდანაც ხმაური ბინაში აღწევს. კარის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ რკინის სისქეს, რადგან რაც უფრო სქელია რკინის ფურცელი, მით უფრო უკეთესად ბლოკავს ხმებს. ამასთან, თუ კარს ორმაგი ფენა არ აქვს, თითქმის შეუძლებელია, რომ გარე სივრციდან შემოსული ხმაური დაბლოკოს.

Шумоизоляция межкомнатной двери своими руками - как выбрать и сделать

ჭერის ხმის იზოლაცია

ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია დაჭიმული ან დაკიდული ჭერის მონტაჟი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირია, შედეგი მოლოდინს ნამდვილად ამართლებს. 

უნდა აღინიშნოს, რომ კომპლექსური ხმის იზოლაციისთვის ჭერის, იატაკის და კედლების ხმის იზოლაცია აუცილებელია, რადგან ხმის გაპარვის წყაროები უმეტეს შემთხვევებში, სწორედ იატაკისა და ჭერის გადაბმებთან არის დაკავშირებული. კედლების ხმის იზოლაციაზე ასევე ნეგატიურად მოქმედებს ორ სივრცეს შორის დამაკავშირებელი საინჟინრო კომუნიკაციები, კედელში ინტეგრირებული ელექტრო როზეტები და სხვა ტიპის ინტეგრირებადი დეტალები.

Звукоизоляция потолка

და ბოლოს, სახლში გარედან შემოსული ხმები არა მხოლოდ განწყობაზე მოქმედებს, არამედ ძილის რეჟიმზე და შესაბამისად, ჯანმრთელობაზეც გავლენას ახდენს. სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ხმაური ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავებას.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა