თეგებით ძიება

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

მოულოდნელი აღმოჩენებისა და ემოციური  გადაწყვეტილებების დღეა. დილით შეიძლება შემოქმედებითი შთაგონების ტალღამ მოგიცვათ, რაც ექსპერიმენტებისკენ გიბიძგებთ. დღის განმავლობაში დიდი ხნის უნახავ ადამიანებთან შეხვედრა გელით. მათთან საუბარმა შეიძლება პრიორიტეტების გადახედვა გაიძულოთ. საღამოს ვარსკვლავები ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე მიგანიშნებენ - უბრალო გასეირნება ან მცირე ვარჯიში დაძაბულობის მოხსნაში და ფიქრების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

კურო

ეს დილა შეიძლება სასიამოვნო წვრილმანებით დაიწყოს: საყვარელი ადამიანის ქათინაური ან გემრიელი საუზმე, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ. გირჩევთ ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და გაარკვიოთ რა არის დასაშვები და რა არა. მოერიდეთ კონფლიქტებს წვრილმანების გამო. მით უმეტეს, რომ ხვალ ეს ამბავი არავის ემახსოვრება. 

ტყუპები

იდეების გაცვლის დღეა. დილით სწავლასთან ან მოგზაურობასთან დაკავშირებით მოულოდნელი შეთავაზება გელით. შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც გაიძულებთ საკუთარ გეგეგებს გადახედოთ. წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ — საბუთებში ან შეთანხმებებში შეიძლება უზუსტობა გაიპაროს, რომელიც მოგვიანებით პრობლემად იქცევა. საღამო იდეალურია ახლობლებთან გულახდილი საუბრისთვის.  სანამ ადამიანებს პრეტენზიებით მიმართავთ, კარგად დაფიქრდით სამართლიანია თუ არა ისინი.

კირჩხიბი

ეს დღე ურთიერთობების გადაფასებას უკავშირდება. დილით შეიძლება სევდა დაგეუფლოთ  და გაიხსენოთ, როგორ შეიცვალა თქვენი შეხედულებები ბოლო წელს. ეცადეთ საკუთარი სურვილებისა და ვალდებულებების დაბალანსება შეძლოთ. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ფიქრობთ, რომ სხვებისთვის ბევრი რამე დათმეთ და დროა, საკუთარ მიზნებზეც იზრუნოთ. შეიძლება საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასოთ და ისეთ საქმეს შეეჭიდოთ, რომელსაც ვერ დაძლევთ. 

ლომი

ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის შესაძლებლობა მოგეცემათ. დილას უფროსის ან კოლეგების შექება თავდაჯერებას აგიმაღლებთ. მოერიდეთ ისეთი წვრილმანი პრობლემების დრამატიზებას, როგორიცაა ტექნიკური შეფერხებები. პირად ურთიერთობებში თავდაჯერებულად მოქმედებთ და იცით პარტნიორზე შთაბეჭდილება როგორ მოახდინოთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ქალწული

ამ დღეს ზედმეტი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ადამიანებისგან ახსნა-განმარტებები უნდა მოითხოვოთ.  სიფრთხილე და ყურადღება შეცდომების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ, თუმცა კოლეგების ზედმეტ კრიტიკას უნდა მოერიდეთ. შესაძლოა, თანამშრომლობის მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც კომფორტის ზონის დატოვებას გაიძულებთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს და მიეცით ის, რაც სურს. ამ დღეს ყველაზე მეტად პრობლემებისგან თავის დაღწევა და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ.

სასწორი

შინაგანი ჰარმონიისა და დიპლომატიური გამარჯვებების დღეა. დილას შეიძლება მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძუებთ, მაგრამ საბოლოოდ სიხარულს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ურთიერთობებში გულწრფელობა მნიშვნელოვანია.  დროა საკუთარი პრობლემები საყვარელ ადამიანთან ან უახლოეს მეგობართან ერთად განიხილოთ - სავარაუდოდ, მისგან ფასეულ რჩევას მიიღებთ, რომელიც სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ.   

მორიელი

ემოციებისა და შინაგანი გარდაქმნის დღეა. შეიძლება მოულოდნელად გააცნობიეროთ, რომ ვიღაცამ თქვენი პირადი საზღვრები დაარღვია და დროა ეს გამოასწოროთ. მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც განწყობას დიდი ხნით გაგიფუჭებთ. საღამო მარტოობისკენ განგაწყობთ - სიჩუმეში ყოფნა შინაგანი სამყაროს მოწესრიგებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ საკუთარ თავზე მეტი იზრუნოთ და თუნდაც უმნიშვნელო ჯანმრთელობის პრობლემა უყურადღებოდ არ დატოვოთ.

მშვილდოსანი

თავგადასავლების დღეა. დილა შეიძლება მოულოდნელი სიახლეებით დაიწყოს, რაც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. თუ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი არ ხართ, საკუთარ ცხოვრებაში რაღაც უნდა შეცვალოთ. მით უმეტეს, რომ ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა.  ეცადეთ ჯანმრთელობას და ფიზიკურ აქტივობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. 

თხის რქა

ოჯახური საქმეები და ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები თქვენგან დამატებით ყურადღებას მოითხოვს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სიბრძნე — თქვენს ავტორიტეტს სწორად გამოყენება დასჭირდება. თუ პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა. ვარსკვლავების დახმარებით ამ დღეს ყველაზე რთულ და უსიამოვნო საქმეებსაც კი გაუმკლავდებით.

მერწყული

თქვენი იდეები დღეს მრავალფეროვანი და ორიგინალური იქნება, თუმცა შესაძლოა გარემოებებმა მათი განხორციელების საშუალება არ მოგცეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - მიეცით საკუთარ თავს შესვენების და ძალების მოკრეფის საშუალება. საღამო თანამოაზრეებთან შეხვედრისთვის ხელსაყრელი დროა. ნუ გაჯიუტდებით - შეიძლება თქვენი იდეები იდეალურია, მაგრამ მათ მისაღებად ყველა მზად არ არის. 

თევზები

ამ დღეს სხვა ადამიანების კამათში და მით უმეტეს, კონფლიქტში ჩარევას უნდა ერიდოთ.  ამის ნაცვლად, ჯობია სასარგებლო საქმით დაკავდეთ, რაც სიამოვნებას მოგიტანთ. ფინანსური სირთულეების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ ხარჯები გონივრულად დაგეგმოთ. ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებიც პერსპექტიულ წინადადებას გთავაზობენ. სწორი მენეჯმენტის პირობებში ამან შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა