ვრცელდება დამანგრეველი მიწისძვრის კადრები - ვიდეოში ისმის შემზარავი ხმები
ძლიერ მიწისძვრას მიანმარში და ტაილანდში ნგრევა მოჰყვა - შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე 10 კილომეტრი. სტიქიის ეპიცენტრი მიანმარის ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში დაფიქსირდა.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბანგკოკის ცენტრში ჩამონგრეულ ერთ-ერთ შენობაში 40-ზე მეტი ადამიანია მოყოლილი.